რა არის ხელოვნური ინტელექტი?
რა არის ხელოვნური ინტელექტი? ვფიქრობ თანამედროვე სამყაროში ყველამ იცის ხელოვნური ინტელექტის შესახებ, თუმცა მოდით მაინც განვმარტოთ.
“ხელოვნური ინტელექტი(AI) არის კომპიუტერული სისტემების შესაძლებლობა, შეასრულოს ისეთი ფუნქციები, რომლებიც ადამიანის ინტელექტთან ასოცირდება.”
ხელოვნური ინტელექტი ასრულებს ისეთ ფუნქციებს როგორიცაა ლოგიკური აზროვნება, პრობლემების გადაჭრა, დასკვნების გამოტანა, სწავლა და ახალ სიტუაციებთან ადაპტაცია.
ტერმინი “ხელოვნური ინტელექტი” პირველად ჯონ მაკარტიმ გამოიყენა, 1956 წელს, დარტმუტის სემინარზე.
მისი ისტორიის საწყისები უკავშირდება ფილოსოფიურ კვლევას თემაზე შეუაძლია თუ არა მანქანას ადამიანის მსგავსად აზროვნება, ეს საკითხი კი დღემდე განხილვის საგანია ხელოვნური ინტელექტის უზარმაზარი მიღწევების მიუხედავად.
როგორი ტიპის ხელოვნური ინტელექტი არსებობს?
ხელოვნური ინტელექტი (AI) არის ტექნოლოგიური სფერო, რომელიც აერთიანებს მრავალ სხვადასხვა ტიპსა და მიდგომას.
AI სისტემები შეიძლება დაიყოს რამდენიმე ძირითად კატეგორიად, რომლებსაც აქვთ განსხვავებული დანიშნულებები, ფუნქციები და შესაძლებლობები.
შესაძლებლობების მიხედვით ხელოვნური ინტელექტის (AI)-ს სამი ძირითადი ტიპი გამოიყოფა:
- ხელოვნური ვიწრო ინტელექტი (Artificial Narrow AI) – დღესდღეობით ერთადერთი რეალური AI ტიპი, ნებისმიერი სხვა ფორმა თეორიულია.
Narrow AI ვარჯიშის საშუალებით ასრულებს ერთ კონკრეტულ ან ვიწრო ამოცანას, თუმცა, ის განსაზღვრული ამოცანის ფარგლებს გარეთ მუშაობას ვერ ახერხებს. მისი მიზანი კოგნიტური შესაძლებლობების ერთ ვიწრო სპექტრის მიმართულებით განვითარებაა.
Siri, Amazon-ის Alexa და IBM Watson არის ვიწრო AI-ის მაგალითები.
OpenAI-ის ChatGPT-იც ვიწრო AI-ის ფორმად ითვლება, რადგან მისი შესაძლებლობები შემოიფარგლება მხოლოდ ტექსტურ ჩათზე მუშაობით.
- ხელოვნური გენერალური ინტელექტი (AGI) – General AI ჯერ მხოლოდ, თეორიულ კონცეფციაა, AGI შეძლებს წინა გამოცდილებისა და უნარების გამოყენებას ახალი ამოცანების შესასრულებლად სხვადასხვა კონტექსტში, ადამიანის უშუალო ჩარევის გარეშე.
ეს უნარი მისცემს მას შესაძლებლობას შეისწავლოს და შეასრულოს ნებისმიერი ინტელექტუალური ამოცანა, რომელსაც ადამიანი შეძლებდა.
- სუპერ AI (Super AI) – სუპერ AI ხშირად მოიხსენიება, როგორც ხელოვნური სუპერ ინტელექტი, ისევე როგორც AGI, დღეს ის მხოლოდ თეორიული კონცეფციაა.
ამ ხელოვნური ინტელექტის განხორციელების შემთხვევაში, სუპერ AI შეძლებს აზროვნებას, მსჯელობას, სწავლას, გადაწყვეტილების მიღებას და ექნება კოგნიტური შესაძლებლობები, რომლებიც აღემატება ადამიანის შესაძლებლობებს.
ამ AI-ს მქონე აპლიკაციები განვითარდებიან იმ ზღვარს მიღმა, სადაც მათ შეეძლებათ ადამიანის გრძნობებისა და გამოცდილების გაგება და თავად იგრძნობენ ემოციებს, ექნებათ საკუთარი საჭიროებები, რწმენები და სურვილები.
ფუნქციონალობის მიხედვით ხელოვნური ინტელექტის ოთხი ძირითადი ტიპი გამოიყოფა:
- რეაქტიული მანქანის AI – რეაქტიული მანქანები არის AI სისტემები, რომლებსაც არ გააჩნიათ მეხსიერება და შექმნილია ძალიან სპეციფიური ამოცანების შესასრულებლად.
მათ არ ახსოვთ წინა გადაწყვეტილებები და შედეგები, შესაბამისად ისინი მუშაობენ მხოლოდ მიმდინარე მონაცემებზე.
რეაქტიული AI ეფუძნება სტატისტიკურ მათემატიკას და შეუძლია გაანალიზოს დიდი რაოდენობის მონაცემები.
რეაქტიული მანქანის AI-ის მაგალითებია:
- IBM Deep Blue – IBM-ის ჭადრაკის თამაშის კომპიუტერულმა AI-იმ 90-იან წლებში ჭადრაკის მსოფლიო ჩეპიონს გარი კასპაროვს მოუგო ჭადრაკის პარტია, მოედნის მდგომარეობის ანალიზითა და ყოველი სვლის შედეგების პროგნოზირებით.
- Netflix-ის რეკომენდაციების სისტემა – Netflix-ის რეკომენდაციები ეფუძნება მოდელებს, რომლებიც ამუშავებს მონაცემთა ბაზებს ნახვის ისტორიიდან და სთავაზობს მომხმარებლებს მათთვის სავარაუდოდ სასურველ კონტენტს.
- შეზღუდული მეხსიერების AI – განსხვავებით რეაქტიული AI-სგან, ამ ტიპის AI-ს შეუძლია გაიხსენოს წარსული მოვლენები და შედეგები, და აკვირდებოდეს კონკრეტულ ობიექტებსა და სიტუაციებს დროში.
შეზღუდული მეხსიერების AI იყენებს წარსული და მიმდინარე მონაცემები იმ ქმედების არჩევისთვის, რომელიც ყველაზე მეტად დაეხმარება სასურველი შედეგის მიღწევაში, თუმცა მას არ შეუძლია ამ მონაცემების დიდი ხნით შენახვა და გამოცდილების ბიბლიოთეკის შექმნა.
რაც მეტ მონაცემზე ივარჯიშებს შეზღუდული მეხსიერების ხელოვნური ინტელექტი, მით უკეთესი შედეგები მიიღება.
შეზღუდული მეხსიერების AI-ის მაგალითები:
- გენერაციული AI: ChatGPT, Gemini და DeepAI-სგან დამზადებული შინაარსის გენერირება ეფუძნება შეზღუდული მეხსიერების AI-ის უნარს
- ვირტუალური ასისტენტები და ჩათბოტები: Siri, Alexa, Google Assistant, Cortana და IBM Watson Assistant აერთიანებს ბუნებრივი ენის დამუშავებისა და შეზღუდული მეხსიერების AI-ის უნარებს კითხვებისა და მოთხოვნების გასაგებად, შესაბამისი ქმედებების განსახორციელებლად და პასუხების შესადგენად.
- თვითმართვადი მანქანები: ავტონომიური სატრანსპორტო საშუალებები იყენებენ შეზღუდული მეხსიერების AI-ს რეალურ დროში გარემოს გასააზრებლად და გადაწყვეტილებების მისაღებად სიჩქარის, დამუხრუჭების, მოხვევის შესახებ.
- გონების თეორიის AI – გონების თეორიის AI წარმოადგენს AI-ის ფუნქციონალურ კლასს, რომელიც ექცევა გენერალური AI-ის ქვეშ.
ხელოვნური ინტელექტის ეს ტიპი ჯერ არ არის განხორციელებული, თუმცა, გონების თეორიის ფუნქციონალობის მქონე AI გაიგებდა სხვა არსებების აზრებსა და გრძნობებს, ეს გაგება შეცვლიდა იმას, თუ როგორ ურთიერთობს AI გარშემომყოფებთან.
თეორიულად, ეს ხელოვნურ ინტელექტს ადამიანებთან ურთიერთიბის შესაძლებლობას მისცემდა და რადგან გონების თეორიის AI შეძლებდა ადამიანური მოტივებისა და მსჯელობის ამოცნობას, ის გაითვალისწინებდა კიდეც თითოეული ინდივიდის ემოციურ საჭიროებებსა და განზრახვებს მათთან ურთიერთობისას.
გონების თეორიის AI შეძლებდა ხელოვნებისა და ნაწერების გაგებასა და კონტექსტუალიზაციას, რისი უნარიც დღევანდელ გენერაციულ AI ინსტრუმენტებს არ გააჩნიათ.
- თვითშემეცნებადი AI – ეს ხელოვნური ინტელექტი არის ფუნქციონალური AI კლასის სახეობა, რომელიც ფლობს სუპერ AI-ის შესაძლებლობებს.
გონების თეორიის AI-ს მსგავსად, თვითშემეცნებადი AI დღეს მხოლოდ თეორიულია, მისი განხორციელების შემთხვევაში, მას ექნებოდა საკუთარი შინაგანი მდგომარეობისა და თვისებების გაგების უნარი, ისევე როგორც ადამიანური გრძნობებისა და აზროვნების, ასევე, მას ექნებოდა საკუთარი ემოციები, საჭიროებები და რწმენები.
ემოციური AI წარმოადგენს გონების თეორიის AI-ის იმ სახეობას, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა, მეცნიერები ვარაუდობენ რომ მას ექნება უნარი გაანალიზოს ხმები, გამოსახულებები და სხვა.
ყველაზე გავრცელეული ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოები
ბოლო კვლევეზე დაყრდნობით დღესდღეობით ხელოვნური ინტელექტის რამდენიმე ხელსაწყო იკვეთება ბაზარზე:
- ChatGPT – ეს არის OpenAI-ს მიერ შექმნილი ძალიან მოქნილი ხელოვნური ინტელექტის მოდელი, რომელსაც შეუძლია დიალოგის წარმოება, ტექსტების გენერირება, კოდის წერა და სხვადასხვა სახის ამოცანების შესრულება.
ChatGPT დაფუძნებულია GPT-3-ის ტექნოლოგიაზე, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ხელოვნურ ინტელექტად ითვლება ბუნებრივი ენის დამუშავების სფეროში.
- Midjourney – ეს არის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც გამოიყენება ვიზუალური შინაარსის გენერირებისთვის ტექსტური მითითებების საფუძველზე, იგი შესანიშნავად ქმნის სურათებს, ილუსტრაციებსა და დიზაინებს.
Midjourney ეყრდნობა Stable Diffusion ტექნოლოგიას, რომელიც გრაფიკული ვიზუალების შექმნისთვის ერთ-ერთ საუკეთესო AI გენერატორია.
- Imagen – ეს არის Google-ის შემუშავებული AI სისტემა ვიზუალური კონტენტის გენერირებისთვის, Imagen შეუძლია შექმნას სხვადასხვა ტიპის ვიზუალები, ძალიან მაღალ ხარისხში
- Claude – Claude არის Anthropic-ის მიერ შექმნილი მრავალმიზნობრივი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც გამოიყენება კონტენტის შესაქმნელად, კოდირებისთვის, ანალიზისთვის და სხვა.
- DALL-E 3 – DALL -E 3 არის OpenAI-ის შემუშავებული AI სისტემა, რომელიც ასევე გამოირჩევა ვიზუალური კონტენტის მაღალხარისხოვანი გენერაციით და უკვე გახდა მეტად პოპულარული კრეატიულ სფეროებში.
- GitHub Copilot – Copilot არის Microsoft-ისა და OpenAI-ის ერთობლივი პროექტი, რომელიც გამოიყენება პროგრამული კოდის გენერირებისა და შევსებისთვის, Copilot დაფუძნებულია Codex მოდელზე და ფართოდ გამოიყენება დეველოპერების მიერ პროცესის დასაჩქარებლად.
როგორ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი?
მაგალითები
AI უკვე გამოიყენება სხვადასხვა მიზნით, დაწყებული ტექსტური კონტენტის შექმნიდან, ვიდეო და აუდიო რედაქტირებით დამთავრებული.
რა არის ხელოვნური ინტელექტი, თუ არა ადამიანის დამხმარე ტექნოლოია, ქვემოთ განვიხილავთ რამდენიმე ძირითად სფეროს, სადაც AI ინსტრუმენტები გვეხმარება დროის დაზოგვასა და ეფექტურობის გაზრდაში.
ChatGPT -გამოყენების ინსტრუქცია:
- ეწვიეთ chat.openai.com
- დააჭირეთ “Try ChatGPT”
- შეიყვანეთ მითითება ან კითხვა მოცემულ ველში
- ChatGPT მოგცემთ შესაბამის პასუხს ან შეასრულებს დავალებას
მაგალითი: “გამიმზადე რეზიუმე IT სპეციალისტის პოზიციისთვის”
Midjourney – ის გამოყენების ინსტრუქცია:
- შეხვიდით discord.com-ზე და შექმენით ანგარიში
- მიუერთდით Midjourney სერვერს (https://discord.gg/midjourney)
- გახსენით #newmembers არხი და გააზიარეთ თქვენი discord მომხმარებლის ID
- შეხვალთ Midjourney ბოტთან საუბრის არხში
- დაწერეთ თქვენი მითითება, მაგალითად “/imagine prompt: a beach scene with palm trees”
მაგალითი: “/imagine prompt: a futuristic city with flying cars”
GitHub Copilot – ის გამოყენების ინსტრუქცია:
- იმუშავეთ VS Code-ის პროგრამულ გარემოში
- გახსენით GitHub Copilot (ექსტენშენი VS Code-სთვის)
- დაწერეთ კოდის კომენტარი ან მითითება, თუ რა გსურთ რომ გააკეთოს
- Copilot შემოგთავაზებთ კოდის ვარიანტებს კომენტარიდან გამომდინარე
მაგალითი კომენტარისთვის: “// დავწეროთ ფუნქცია, რომელიც დაამატებს ორ რიცხვს”
DALL-E 3 – ის გამოყენების ინსტრუქცია:
- ეწვიეთ labs.openai.com
- დააჭირეთ “Get Started”
- შეავსეთ რეგისტრაციის ფორმა
- შეიყვანეთ ტექსტური მითითება სურათის გენერირებისთვის
- DALL-E 2 შეგთავაზებთ 4 სხვადასხვა სურათს თქვენი მითითების მიხედვით
მაგალითი: “A realistic photograph of a cat wearing a spacesuit on the moon”
როგორ უნდა ველაპარაკოთ ხელოვნურ ინტელექტს(AI) ?
როგორ უნდა ველაპარაკოთ AI-ს?
ეს დამოკიდებულია კონკრეტულ AI სისტემაზე, თუმცა შეგვიძლია რამდენიმე რჩევა მოგცეთ:
- მიმართეთ ისე თითქოს იმ პროფესიის იყოს რა დავალებასაც აძლევთ
- მკაფიოდ და კონკრეტულად დაუსვით შეკითხვა ან მიეცით მითითება
- გამოიყენეთ მარტივი და გასაგები ენა
- მიუთითეთ დეტალები და კონტექსტი, რაც გსურთ რომ AI-იმ გაითვალისწინოს
- იყავით კონსტრუქციული და გააზრებული უკუკავშირის დროს
- მოუსმინეთ AI-ს და დასვით დამატებითი შეკითხვები საჭიროების შემთხვევაში
ხელოვნური ინტელექტი ციფრულ პროფესიებში
ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ციფრული პროფესიების სფეროზე და გამოიწვია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ცვლილებები.
განვიხილოთ ცალკეული მიმართულებები და ვნახოთ თუ როგორ შეცვალა AI-იმ ამ სფეროებში არსებული ვითარება.
პროგრამირება და კოდის წერა:
პროგრამირება ერთ-ერთი ის სფეროა სადაც აქტიურად გამოიყენება ხელოვნური ინტელექტი, AI სისტემებმა, როგორიცაა GitHub Copilot და სხვა კოდის გენერატორები, გაამარტივა პროგრამირების პროცესი, დეველოპერებს შეუძლიათ მხოლოდ კომენტარების დაწერით ან მითითებების მიცემით მიიღონ კოდის ნაწილები, ეს აჩქარებს მუშაობის პროცესს და ზოგავს დროს.
თუმცა, საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ ხელოვნური ინტელექტი სწორედ დეველოპერებს ჩაანაცვლებს, ეს შიში უსაფუძვლოა, რადგან რეალურად AI იქმნება მხოლოდ მათი დახმარებისა და ხელშეწყობისთვის, სწორედ ამიტომ თუ პროგრამირების სწავლა გინდათ, შეგიძლიათ თამამად დაეუფლოთ ამ საინტერესო პროფესიას.
შემოქმედებითი ციფრული სფერო:
AI ვიზუალური გენერატორები, როგორებიცაა DALL-E 2, Midjourney და Stable Diffusion, საგრძნობლად შეცვალეს შემოქმედებითი პროფესიები ციფრულ სამყაროში, კონტენტის შემქმნელები, დიზაინერები და ილუსტრატორები ქმნიან ვიზუალს ტექსტური მითითებებიდან გამომდინარე.
ეს არა მხოლოდ უმარტივებს პროცესს, არამედ იძლევა ახალი შემოქმედებითი გამოხატვის შესაძლებლობას, უფრო კრეატიული ვიზუალების შექმნის შანსს.
თუმცა, ის აზრი, რომ შესაძლოა ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანი ჩაანაცვლოს, კვლავ აქტიურია და საფრთხეს წარმოადგენს.
კონტენტის შემქმნელები და ბლოგერები:
AI ხელსაწყოები, როგორიცაა ChatGPT და სხვა კონტენტის გენერატორები, შესაძლებლობას აძლევენ კონტენტკრეატორებსა და ბლოგერებს დააჩქარონ და გააუმჯობესონ თავიანთი მუშაობის პროცესი.
AI ეხმარებათ წერის, კონტენტის გენერირებისა და ოპტიმიზაციის საქმეში, ამ ტექნოლოგიის არსებობა იძლევა ახალი შესაძლებლობებს მეტად ეფექტური და მრავალფეროვანი კონტენტის შესაქმნელად.
დღეს ციფრული მარკეტინგის ეს მიმართულება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით კი საქმე მეტად გამარტივებული, აქედან გამომდინარე ციფრული მარკეტინგის პროფესიის დასაუფლებლად ვფიქრობ შესაფერისი დროა.
მარკეტინგი და სეო:
AI უკვე დიდ როლს თამაშობს მარკეტინგის სფეროში, განსაკუთრებით SEO-ს მიმართულებით.
AI ხელსაწყოების საშუალებით შესაძლებელია ვებგვერდებისა და კონტენტის ანალიზი შესაბამისობის დადგენის მიზნით, ასევე ოპტიმიზაცია და ადაპტაცია SEO-ს მოთხოვნებთან.
მულტიმედია დიზაინი და გრაფიკული რედაქტირება:
AI სისტემებმა, როგორებიცაა Removing.bg, PhotoRoom და სხვა, შესაძლებელი გახადა ფოტოებისა და გრაფიკული დიზაინის მარტივი რედაქტირება ტექსტური მითითებების საშუალებით.
თუმცა, ამ შემთხვევაშიც არსებობს საფრთხე იმის, რომ AI ჩაანაცლებს გრაფიკულ დიზაინერებს.
რეალურად რა არის ხელოვნური ინტელექტი (AI) , ეს არის ტექნოლოგია, რომელიც ამ პროფესიების წარმომადგენელთა მუშაობის პროცესს უფრო ეფექტურს ხდის.
ხელოვნური ინტელექტი მომავალში
რა არის ხელოვნური ინტელექტი? რა გავლენა ექნება მას ჩვენს მომავალზე? როგორ უნდა ვმართოთ ის? ეს კითხვები დღეს საზოგადოებას ყველაზე მეტად აწუხებს.
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიაა, მას უკვე უამრავ სფეროში იყენებენ, მათ შორის ბიზნესში, მედიცინაში, განათლებაში, თუმცა ეს ტექნოლოგია ჯერ კიდევ გვიმზადებს სიურპრიზებს, მეცნიერები მუდმივად მუშაობენ მის განახლებასა და დახვეწაზე, შესაბამისად შეგვიძლია გარკვეული პროგნოზები გავაკეთოთ მომავლისთვის.
ხელოვნური ინტელექტის განვითარების პოზიტიური პროგნოზები:
ხელოვნური ინტელექტის განვითარებას მნიშვნელოვანი დადებითი შედეგები ექნება სხვადასხვა სფეროებში.
სამედიცინო დარგში AI უკვე გამოიყენება დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაგეგმვისთვის, მომავალში კი მას შეეძლება მკურნალობის პროცესის სრული გარდაქმნა.
AI სისტემებმა შეიძლება შეძლონ უფრო ზუსტი და სწრაფი დიაგნოზი, მკურნალობის პერსონალიზაცია და ახალი წამლების მოდელირება.
განათლების სფეროში AI შეძლებს სწავლების ინდივიდუალიზაციას თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების გათვალისწინებით, რითაც გაზრდის სწავლების ხარისხსა და შეამცირებს მასწავლებელთა დატვირთვას.
გარემოს დაცვის კუთხით კი, AI ტექნოლოგიები დაეხმარება კლიმატის ცვლილებების პროგნოზირებასა და ალტერნატიული ენერგიის წყაროების განვითარებას.
მეცნიერული კვლევების სფეროში AI სისტემები დააჩქარებენ აღმოჩენებს სხვადასხვა დარგში და შეძლებენ მონაცემთა დამუშავებას, პროცესების მოდელირებასა და ახალი თეორიების გამოთქმას.
გარდა ამისა, AI უკვე ზრდის ადამიანების პროდუქტიულობასა და კომფორტს ბევრ ყოველდღიურ მოწყობილობასა და აპლიკაციაში, რაც მომავალში კიდევ უფრო დაიხვეწება და მეტ შესაძლებლობებს დაგვანახებს.
მიუხედავად პოზიტიური შედეგებისა, ხელოვნური ინტელექტი გარკვეულ გამოწვევებსა და საფრთხეებსაც ქმნის.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი უმუშევრობის გაზრდის რისკია, რადგან ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა ჩაანაცლოს ადამიანური რესურსი გარკვეულ სფეროებში.
თუმცა, აქვე არსებობს მოსაზრებები, რომ AI შექმნის ახალ სამუშაო ადგილებსაც.
მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებული ეთიკური საკითხები, როგორებიცაა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, AI-ს კონტროლი და მისი არასწორი გამოყენება.
ასევე, არსებობს საფრთხე, რომ AI სისტემები გახდებიან ჰაკერული თავდასხმების სამიზნე, რაც მათ ფუნქციონირებასა და უსაფრთხოებაზე იმოქმედებს.
ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს ძლიერ და გავლენიან ტექნოლოგიას, რომელიც შეიძლება გახდეს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შედეგების მომტანი.
მნიშვნელოვანია, რომ მისი განვითარება გაკონტროლდეს და მისი გამოყენება მოხდეს პასუხისმგებლობით და ეთიკის დაცვით. მხოლოდ ასეთი მიდგომით შევძლებთ AI-ს სარგებლის მაქსიმიზაციას და რისკების შემცირებას საზოგადოების სასიკეთოდ.