პროგრამირება არ არის მხოლოდ კოდის ხაზების წერა, პროგრამირება არის კრეატიულობის, პრობლემების გადაჭრის, ლოგიკისა და ინოვაციურობის დინამკიური, მუდმივად განვითარებადი სამყარო.
პროგრამირების უნარი უმჯობესდება პრაქტიკითა და გამოცდილებით, მისი სწავლა დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს.
რა არის პროგრამირება?
“მარტივად რომ ვთავათ, პროგრამირება არის ტექნოლოგიურ პროცესი, რომლის დროსაც კომპიუტერს ეძლევა ინსტრუქცია, რომელი ამოცანები უნდა შეასრულოს პრობლემების გადასაჭრელად.
რომ წარმოიდგინოთ, პროგრამირება არის თანამშრომლობა ადამიანებსა და კომპიუტერებს შორის. ადამიანები ქმნიან ინსტრუქციებს კომპიუტერისთვის გასაგებ ენაზე.”
დღევანდელ სამყაროში თითქმის ყველაფერი კომპიუტერებზეა მორგებული, არ არსებობს სფერო რომელიც არ იყენებს რაიმე პროგრამას.
მაგალითად ფინანსურ ინსტიტუტები კომპიუტერულ პროგრამებს იყენებენ მსოფლიოს ფულადი ნაკადების გასაკონტროლებლად, ბიზნესები ქმნიან ვებსაიტებს, არ უნდა დაგვავიწყდეს ელექტრონული კომერცია და ონლაინ ვაჭრობაც, რომლებიც რეალურად სწორედ პროგრამირების დახმარებით მუშაობენ გამართულად.
პროგრამირების სფეროში გვაქვს ისეთი მიმართულებები როგორიცაა Front-End, Back-End, Full-Stack დეველოპმენტი.
ეს ტერმინები ფართოდ გამოყენებადია ტექნოლოგიურ სფეროში, თუმცა მათი რეალური მნიშვნელობა ბევრმა არ იცის, Front-End, Back-End, Full-Stack დეველოპერების დახმარებით იქმნება და ფუნქციონირების ის პროგრამები რომლებსაც მაგალითად ფინანსური ინსტიტუტები და ბიზნესები იყენებენ.
რომელ პროგრამებს იყენებენ ფინანური ინსტიტუტები?
- ძირითადი საბანკო სისტემა: გამოიყენება ფუნდამენტური საბანკო ფუნქციების სამართავად, როგორიცაა, ტრანზაქციები, ანგარიშების მართვა და ა.შ
- ERP საწარმოთა რესურსების დაგეგმვის სისტემა: ეხმარება ფინანსურ ინსტიტუტებს, გაამარტივონ ოპერაციები და გააუმჯობესონ ეფექტურობა.
- CRM მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის სისტემა:ფინანსურ ინსტიტუტებს ეხმარება მომხმარებლებთან ურთიერთობის ჩამოყალიბებაში, პროგრამა ინახავს მომხმარებლის ინფორმაციას, აკონტროლებს კომუნიკაციას და აუმჯობესებს ფუნქციებს მომხმარებლის გამოცდილებაზე დაყრდნობით.
პროგრამირება უფრო მეტია, ვიდრე სინტაქსი და ალგორითმი.
ის მოითხოვს ანალიტიკურ და ტექნიკურ უნარებს, რათა გადასაჭრელი ამოცანები ლოგიკურად ამოიხსნას, საჭიროა კრეატივი და ჩარჩოებს მიღმა ხედვა, ინოვაციური პროდუქტების შესაქმნელად.
პროგრამირების დახმარებით შეიქნა და დღემდე იქმნება უამრავი ინოვაციური და საჭირო პროდუქტი, სამომავლო ხედვა კი გვიჩვენებს პროგრამირების განვითარების და გაუმჯობესების პერსპექტივას.
- რა არის პროგრამირება და რატომ უნდა გვესმოდეს მისი მნიშვნელობა?
- რა განსხვავებაა Front-End და Back-End დეველოპმენტს შორის?
- რა არის კოდი და პროგრამული ენები?
- რომელი პროგრამული ენებია გავრცელებული?
- რატომ უნდა ისწავლო პროგრამირება?
თუ გსურთ ამ კითხვებზე პასუხის მიღება მაშინ ბოლომდე წაიკითხე!
პროგრამირება დამწყებთათვის
როგორ ვისწავლოთ პროგრამირება?
გავრცელებულია სტერეოტიპი, რომ პროგრამირების სწავლა რთული და დამაბნეველია, ერთი შეხედვით ეს შეიძლება მართლაც ასე იყოს.
თუმცა რეალურად ეს ასე არ არის, პროგრამირების სწავლა არც ისე რთულად მოგეჩვენებათ თუ შემდეგ ნაბიჯებს მიჰყვებით ასევე შეგიძლიათ გაიაროთ პროგრამირების კურსი :
- პირველი ნაბიჯი პროგრამირების დასაწყებად არის პროგრამირების ენის არჩევა. Python, JavaScript ან Ruby, ის პროგრამირების ენებია რომელთაც ხშირად იყენებენ დამწყები პროგრამისტები, მათი წაკითხვა მარტივია და შეიძლება მრავალმხირვ გამოყენება, სწორედ ამიტომ უწევენ რეკომენტაციას ამ პროგრამირების ენებს. თითოეული პროგრამირების ენა თავისი უნიკალური მახასიათებლებით გამოირჩევა, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი სწორად შერჩევა და ინტერესებზე მორგება.
- მეორე ნაბიჯი მიზნების სწორად დასახვას გულისხმობს, პროგრამირება უამრავ მიმართულებას მოიცავს, ამიტომ მნიშვნელოვანია სწორად დასახული გაზომვადი და რეალისტური მიზნის არსებობა, ეს მიდგომა სწავლის პროცესს მეტად საინტერესოს ხდის, დამწყები პროგრამისტებისთვის თითოეული შესრულებული ნაბიჯი მამოტივირებელია.
- მესამე ნაბიჯი კი არის თეორიის პრაქტიკული გამოყენება, ამ სფეროში მნიშვნელოვანია გამოცდილება, გამოცდილების დაგროვება კი მხოლოდ ბევრი ვარჯიშით და პრაქტიკით ხდება. დამწყები დეველოპერებისთვის მნიშვნელოვანია პროგრამირების საფუძვლების გაგება, ფოკუსირება ფუნდამენტური პროგრამირების კონცეფციებზე, როგორიცაა ცვლადები, მარყუჟები და პირობითი განცხადებები.
- უმნიშვნელოვანესი რჩევა, რომელიც დამწყებმა პროგრამისტებმა უნდა გაითვალისწინონ: “არ შეგაშინოს წარუმატებლობამ”, რა არის პროგრამირება, თუ არა რთული ლოგიკებისა და ალგორითმების ერთობლიობა, თუმცა, პროგრამირებაში, ისევე როგორც სხვა პროფესიებში თავიდანვე პროფესიონალი ვერავინ იქნება, ყველაფერს სჭირდება სწავლა, პრაქტიკული გამოყენება, შეცდომების დაშვება და შემდგომ ამ შეცდომების გაანალიზება, პრობლემის გადაჭრის გზების პოვნა პროგრამირების ნაწილია და წარუმატებლობები არ ნიშნავს არაპროფესიონალიზმს.
- ყველა ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად, დამწყები პროგრამისტებისთვის მნიშვნელოვანია ცნობისმოყვარეობა და მუდმიმივად განვითარებისკენ სწრაფვა, პროგრამირების სამყარო სავსეა სიახლეებით, ახალი ტრენდებით, პროგრამირების ენებით, განახლებებით, ინოვაციებით, ამიტომ აუცილებელია მუდმივად თვალყურის დევნება და სწავლა.
რომ შევაჯამოთ, პროგრამირება არის პროცესი, რომელიც ეტაპობრივად უნდა შეისწავლოთ, ამ გზაზე მნიშვნელოვანია მოთმინება, შეუპოვრობა, ცნობისმოყვარეობა და ყველაფერი გამოგივათ.
გახსოვდეთ! პროგრამირების სწავლა არც ისე რთულია როგორც წარმოგიდგენიათ.
პროგრამირების მნიშვნელობა
მარტივად რომ ვთქვათ, პროგრამირება კომპიუტერს აწვდის ინსტრუქციას, რომლის მიხედვითაც კომპიუტერი ასრულებს კონკრეტულ მოქმედებებს.
ნებისმიერი რამ რასაც ჩვენ კომპიუტერის ეკრანზე ვხედავთ კოდით არის დაწერილი, იქნება ეს ვებ გვერდები, სურათები, წარწერები, მონაცემთა ბაზები თუ დოკუმენტები.
ამ ყველაფრის ჩვენთვის საჩვენებლად კომპიუტერს სჭირდება ახსნა. მარტივად, რომ ვთქვათ პროგრამირება კომპიუტერს თავის ენაზე უხსნის რა უნდა გამოიტანოს ეკრანზე.
კომპიუტერს არ ესმის ჩვენი სასაუბრო ენა, ენას, რომელიც მისთვის გასაგებია 0-ების და 1-ების სერია, ორობითი სისტემა ეწოდება, სწორედ ამ ენაზე სალაპარაკოდ სჭირდებათ დეველოპერებს ისეთი პროგრამული ენები, როგორიცაა Python, Java და C++, ისინი თარჯიმნის როლს ასრულებენ პროგრამირებაში.
რა არის პროგრამირება? ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვაა.
პროგრამირების მნიშვნელობის გასააზრებლად აუცილებელია გვესმოდეს, როგორ განისაზღვრება პროგრამის ლოგიკა, ქცევა და ფუნქციონირება, პროგრამისტები ამ ინსტრუქციას “წყაროს კოდს” უწოდებენ, წყაროს კოდის დაწერის შემდგომ, კოდი მოითხოვს შეკვრასა და ინტერპრეტაციას.
შეკვრის პროცესში მთელი კოდი გარდაიქმნება კომპიუტერისთვის გასაგებ ენაზე და იქმნება შესრულებადი ფაილი.
ინტერპრეტაციის დროს კი ხდება კოდის სტრიქონებად თარგმნა რეალურ დროში.
პროგრამირება არის ლოგიკის, კრეატიულობისა და სიზუსტის ერთობლიობა, როდესაც იქმნება ციფრული პროდუქტი მნიშვნელოვანია ყველა დეტალი იყოს გააზრებული.
იმისთვის რომ პროფესიონალურ დონეზე დაეუფლო პროგრამირებას მნიშვნელოვანია გესმოდეს როგორ მუშაობს ის.
Front-End და Back-End პროგრამირება
- Front-end დეველოპმენტი ფოკუსირებულია მომხმარებლის ინტერფეისზე და მომხმარებლის გამოცდილებაზე. Front-end დეველოპერები ქმნიან ვიზუალურ ელემენტებს მომხმარებლებისთვის.
- Back-end დეველოპმენტი გულისხმობს სერვერის ლოგიკის, მონაცემთა ბაზების და ინფრასტრუქტურის მართვას, რომელიც მხარს უჭერს ფრონტ-ენდს. Back-end დეველოპერები პასუხისმგებელნი არიან მონაცემთა შენახვაზე, ბიზნეს ლოგიკასა და სერვერის პროცესების მართვაზე.
Front-End და Back-End დეველოპმენტი პროგრამირების მნიშვნელოვანი კომპონენტებია, ორივე მათგანი უნდა შედიოდეს პროგრამირების კურსში, მიმართულებები კი ინდივიდუალურად უნდა აირჩეს, ტექნიკური უნარები და კრეატიულობა საჭიროა როგორც Front-End, ისე Back-End პროგრამირებისას.
ორივე მიმართულება მოითხოვს კონკრეტულ პროგრამირების ენებზე მუშაობას:
- Front-End დეველოპმენტის გავრცელებული კოდირების ენები მოიცავს HTML, JavaScript და CSS, შესაბამისად Front-End დეველოპერები ამ ენებზე ახდენენ ფოკუსირებას, ამ ენების დახმარებით პროგრამისტები ადვილად საზღვრავენ სურათების პოზიციონირებასა და ზომას, ასევე ტექსტის ვიზუალსა და ესთეტიკას.
- Back-end დეველოპმენტი მოიცავს PHP, Ruby და Python პროგრამირების ენებს, ეს პროგრამირების ენები Back-end დეველოპერებს ეხმარებათ ვებსაიტებისა და აპლიკაციების კოდის შექმნასა და გამართულად ფუნქციონირებაში, ასევე მომხმარებლის უსაფრთხო ინტერაქციისთვის.
Front-End და Back-End დეველოპმენტის გარდა არსებობს Full-Stack დეველოპმენტი, რომელიც მოიცავს როგორც Front-End-ს, ასევე Back-End.
Full-Stack დეველოპერს აქვს ორივე მიმართულების ცოდნა და გამოცდილება და შეუძლიათ იმუშაონ ვებ აპლიკაციებისა და ვებ საიტების ნებისმიერ ასპექტებზე.
რომელია ყველაზე პოპულარული პროგრამირების ენები?
მათთვის ვინც არ იცის რა არის პროგრამირება და არ აქვს ამ სფეროსთან შეხება, კოდი ასების, რიცხვებისა და სიმბოლოების უაზრო წყობად ეჩვენება, თუმცა როდესაც პროგრამირებას სწავლობ ნათელი ხდება რა არის კოდი, როგორ უნდა წაიკითხო ის ან როგორ უნდა დაწერო ის თავად.
კოდი არის თანმიმდევრულად შემუშავებული ბრძანებების ნაკრები, რომელიც უბიძგებს კომპიუტერს კონკრეტული მოქმედებების შესრულებისკენ ან ამოცანების გადაჭრისკენ.
კოდის თითოეული სტრიქონი იწერება კონკრეტული პროგრამირების ენით.
დღეს უამრავი პროგრამირების ენა არსებობს, რომლებსაც დეველოპერები იყენებენ, თუმცა მათგან ყველაზე გამორჩეულია:
- Javascript
- C++
- Python
- Ruby
- Java
პროგრამირების მიმართულებები
პროგრამირება რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, რომლებიც საკმაოდ მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადია.
ვებ დეველოპმენტი
ვებ დეველოპმენტი არის ვებსაიტების ან ვებ აპლიკაციების შექმნისა და შენარჩუნების პროცესი, ის მოიცავს მრავალფეროვან ამოცანებს და უნარებს, რომლებიც დაკავშირებულია ბიზნესის, ორგანიზაციების გაციფრულებასთან.
ვებ დეველოპერები ქმნიან აპლიკაციებს ვებისთვის, ისინი მუშავებენ ისეთ ენებთან, როგორიცაა HTML, CSS, JavaScript, PHP, Python და სხვა.
მობაილ დეველოპმენტი
მოაბაილ დეველოპმენტი მოიცავს პროგრამული აპლიკაციების შექმნის პროცესს მხოლოდ მობილური მოწყობილობებისთვის, როგორიცაა სმარტფონი და ტაბლეტი.
მობაილ დეველოპერები ძირითადად მუშაობენ ისეთ პროგრამირების ენებთან როგორიცაა React Native, Swift, Flutter, Java და Kotlin.
გეიმ დეველოპმენტი
გეიმ დეველოპმენტი არის ინტერაქტიული ციფრული გამოცდილების შექმნის პროცესი, რომელიც ცნობილია როგორც ვიდეო თამაშები.
იგი მოიცავს შემოქმედებითი, ტექნიკური და პროექტის მართვის უნარების ერთობლიობას სხვადასხვა პლატფორმისთვის თამაშების დიზაინის, განვითარებისა და წარმოებისთვის.
გეიმ დეველოპერები ძირითადა მუშაობენ პერსონალური თამაშების შექმნაზე, პროგრამული ენები, რომლებსაც ისინი იყენებნ არის C++, C# და Lua.
როგორია პროგრამირების მომავალი?
შეუძლებელია მომავლის წარმოდგენა პროგრამირების გარეშე, პროგრამირება რჩება განვითარებად და დინამიურ სფეროდ, სად უამრავი ინოვაციური ცვლილებაა მოსალოდნელი.
იქიდან გამომდინარე, რომ პროგრამირება განვითარებადი სფეროა, ლოგიკურია, ვივარაუდოთ რომ დაიხვეწება და განვითარდება პროგრამირების ენები, ჩვენ ვნახეთ რა განვითარების გზა გაიარეს სხვადასხვა პროგრამირების ენებმა და ეს ასე გაგრძელდება.
Framework-ების და მეთოდოლოგიების განვითარება ხელს შეუწყობს უფრო ეფექტური და მასშტაბური პროგრამების შექმნას, იქნება უამრავი ინოვაციური პროექტი, რაც გვაძლევს უფლებას ვივარაუდოთ, რომ პროგრამისტებს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ექნებათ მომავალშიც.
რატომ უნდა უნდა ისწავლო პროგრამირება?
პროგრამირება გამოიყენება თითქმის ყველა სფეროში, ხელოვნებაში, მეცნიერებაში, ჯანდაცვაში, ფინანსებში და არაკომერციულ საქმიანობაშიც კი.
როგორც ზემოთ ვახსენეთ, პროგრამირება მუდმივად მზარდი და განვითარებადი სფეროა.
ხელოვნური ინტელექტის (AI), ნივთების ინტერნეტის (IoT), რობოტიკა , სამომხმარებლო ელექტრონიკის და კომპიუტერული ქსელის უსაფრთხოების მუდმივი ზრდა იწვევს პროგრამისტებზე მოთხოვნის ზრდას, ეს პროფესია სულ უფრო მოთხოვნადი ხდება ბაზარზე ხოლო პროფესიონალი კადრების რაოდენობა არც ისე ბევრია.
თუ გსიამოვნებთ ტექნიკურ და ლოგიკურ საკითხებზე მუშაობა, რთული ამოცანების ამოხსნა და პრობლემების გადაჭრა, ამასთან ერთად პროგრამირების შემოქმედებითი ასპექტიც გიზიდავთ, მაშინ პროგრამირება ნამდვილად სწორი არჩევანია თქვენი კარიერული ზრდისთვის.