ძალაშია 31.08.2024
ᲬᲔᲡᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ
აკადემია „ნოვატორი“ სთავაზობს დაინტერესებულ პირებს მაღალკვალიფიციურ და ეფექტიან სასწავლო კურსს, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც, კურსის განმავლობაში დაგროვილი თეორიული და პრაქტიკულო გამოცდილება ტექნიკურ სფეროში არსებითი პროფესიული წარმატების მიღწევის მყარი საფუძველი იქნება.
წინამდებარე ვებ-გვერდის გამოყენება რეგულირებულია შპს „ნოვატორის“ მიერ დადგენილი წესებისა და პირობების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ ვებ-გვერდზე თქვენი სტუმრობა ან/და მასზე არსებული ინფორმაციის გამოყენება ავტომატურად გულისხმობს თქვენი მხრიდან შესაბამის წესებსა და პირობებზე განცხადებულ თანხმობას.
ᲢᲔᲠᲛᲘᲜᲗᲐ ᲒᲐᲜᲛᲐᲠᲢᲔᲑᲐ
- კანონმდებლობა – საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში მოქცეული საერთაშორისო შეთანხმებები თუ ხელშეკრულებები.
- სასწავლო კურსი – აკადემიის მიერ დაინტერესებული პირებისათვის შემოთავაზებული აკადემიური კურსი, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც კურსის მონაწილე იღებს პროფესიულ სფეროში შესაბამის ცოდნას.
- კურსის მონაწილე – ფიზიკური პირი, რომელიც აკადემიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე იღებს მონაწილეობას სასწავლო კურსში.
- სერთიფიკატი – კურსის წარმატებულად დასრულების შემთხვევაში კურსის მონაწილისათვის გადასაცემი შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
- მესამე პირი – ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი, ან/და საქართველოს ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წამორადგენს იურიდიულ პირს, გარდა აკადემიისა და კურსის მონაწილესა.
ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲐᲓᲘ ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲐᲚᲘ
- წინამდებარე პირობები აგებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
- წინამდებარე პირობები და ვებგვერდის მიმართებაში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მიუხედავად ვებ-გვერდის მომხმარებლის ადგილსამყოფელისა.
- ვებგვერდის მიმართებაში წარმოშობილ ნებისმიერ სამართლებრივ დავაზე ვრცელდება საქართველოს საერთო სასამართლოებს ექსკლუზიური იურისდიქცია.
ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲞᲠᲝᲪᲔᲡᲘ
- აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში შემოთავაზებულია 1 წლიანი ხანგრძლივობის სასწავლო კურსები.
- შესაბამისი კურსების წარმატებით დასრულება კურსის მონაწილის მიერ შესაბამისი პროფესიის საფუძვლიანად დაუფლებას გულისხმობს.
- შესაბამის კურსებზე რეგისტრაციის წინაპირობა აკადემიასა და კურსის მონაწილეს შორის დადებული თანამშრომლობის ხელშეკრულება და შესაბამისი ხელშეკრულებით დადგენილი საფასურის გადახდა წარმოადგენს.
- კურსის მონაწილე უფლებამოსილია მოითხოვოს გადახდილი თანხის უკან დაბრუნება სასწავლო კურსის დაწყებამდე არაუგვიანეს 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღით ადრე. მოცემულ შემთხვევაში დაბრუნებას ექვემდებარება გადახდილი თანხა ანგარიშზე თანხის შეტანის საკომისიოს ოდენობის გამოკლებით.
- სასწავლო კურსის წარმატებით დასრულება დასტურდება კურსის მონაწილისათვის გადაცემული შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატით.
- კურსის მონაწილის მხრიდან სასწავლო კურსის წარმატებით დასრულება დამოკიდებულია მის აკადემიურ მოსწრებაზე, დასწრების სიხშირეზე, კურსის ფარგლებში შესრულებული დავალებების ხარისხზე, კურსის განმავლობაში დაგროვებული ქულების ოდენობასა და დავალებული პროექტების შესრულების ხარისხზე.
- კურსის წარმატებით დასრულების არსებითი წინაპირობაა კურსის მონაწილის მიერ კურსის მენტორების მიერ მიცემული საბოლოო პროექტის წარმატებით დასრულება, რაც გამოიხატება კურსის მონაწილის მიერ აკადემიური კურსის განმავლობაში დაგროვილი პროფესიული ცოდნის საფუძველზე სრულფასოვანი საგანმანათლებლო რესურსის შექმნაში.
ᲛᲮᲐᲠᲔᲗᲐ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲕᲐᲚᲓᲔᲑᲣᲚᲔᲑᲔᲑᲘ
აკადემია „ნოვატორი“ ვალდებულია:
- უზრუნველყოს სასწავლო კურსის ეფექტიანი, გამჭვირვალე და მაღალკვალიფიციური მიმდინარეობა და აიღოს პასუხისმგებლობა შესაბამისი კურსის ხარისხზე.
- უზრუნველყოს კურსის მონაწილე საგანმანათლებლო პროცესისათვის აუცილებელი ყველა შესაბამისი მასალით.
- სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კურსის მონაწილეს გადასცეს შესაბამისის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
აკადემია „ნოვატორი“ უფლებამოსილია:
- ზედამხედველობა გაუწიოს სასწავლო პროცესს.
- მოსთხოვოს კურსის მონაწილესა თუ ვებ-გვერდის მომხმარებელს ნებისმიერი, როგორც დოკუმენტური ასევე ვერბალური შეთანხმების კეთილსინდისიერი შესრულება.
- მოსთხოვოს ვებ-გვერდის მომხმარებელს ან კურსის მონაწილეს მათ შორის გაფორმებული ნებისმიერი, დოკუმენტური თუ ვერბალური შეთანხმებით, ასევე წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებების ჯეროვანი და კეთილსინდისიერი შესრულება.
- მოსთხოვოს კურსის მონაწილესა თუ ვებ-გვერდის მომხმარებელს დისციპლინური ნორმების დაცვა.
- ვებ-გვერდის მომხმარებლის ან კურსის მონაწილის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების თუ დისციპლინური ნორმების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი ქმედების ხარისხიდან გამომდინარე მიიღოს სათანადო ღონისძიებები.
ვებ-გვერდის მომხმარებელი თუ კურსის მონაწილე ვალდებულია:
- პატივი სცეს და დაემორჩილოს აკადემიის წესებსა და რეგულაციებს;
- სასწავლო პროცესისა და მასში ჩართული პირების მიმართებაში გამოიჩინოს პატივისცემა;
- ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია გამოიყენოს მხოლოდ საგანმანათლებლო ან/და ინფორმაციული მიზნებისათვის და არ მოახდინოს ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის, მისი სტრუქტურის, დიზაინისა თუ გამოსახულების გამოყენება კომერციული მიზნებისათვის.
- კურსის მონაწილე ვალდებულია დაესწროს სასწავლო კურსის ყველა შეხვედრას, აქტიურად ჩაერთოს და მიიღოს მონაწილეობა სწავლების პროცესში, შეასრულოს მისთვის სწავლების პროცესში მიცემული დავალებები და მითითებები;
- კურსის მონაწილე ვალდებულია განახორციელოს სასწავლო კურსის საფასურის ანაზღაურება შესაბამისი კურსის დაწყებამდე, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, აკადემიასთან არსებული შეთანხმებით გათვალისწინებული ოდენობითა და ვადებში.
ᲙᲝᲜᲤᲘᲓᲔᲜᲪᲘᲐᲚᲣᲠᲝᲑᲐ
- კურსის მონაწილე იღებს ვალდებულებას არ დაუშვას მესამე პირებისათვის აკადემიის კომერციული თუ არაკომერციული სახის საიდუმლოებების პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით გამჟღავნება.
- კურსის მონაწილეს ეკრძალება სასწავლო კურსის მასალების, სილაბუსის, ფიზიკური თუ ონლაინ ჩაწერ(ებ)ისა თუ სასწავლო კურსის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის ნებისმიერი სახით გაცემა, იქნება ეს ინფორმაციის ფიზიკური, დოკუმენტური თუ ვერბალური გზით გავრცელება.
ᲘᲜᲢᲔᲚᲔᲥᲢᲣᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲐᲙᲣᲗᲠᲔᲑᲐ
- ვებ-გვერდზე, მის შინაარსა, სტრუქტურაზე და დიზაინზე, აკადემიის მიერ შემოთავაზებული პროგრამების სტრუქტურაზე და, ამასთანავე, აკადემიის მიერ შექმნილ და რეგისტრირებულ ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერ ობიექტზე, მათ შორის მის კუთვნილ სასაქონლო ნიშნებზე სრულიად ვრცელდება აკადემია „ნოვატორის“ საავტორო უფლებები.
- აკადემიის ინტელექტუალური საკუთრება მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით: ვებ-გვერდი, სერვერი, სპეციალური კოდები, კოდები, კვლევები, კომპიუტერული პროგრამები და სხვ.
- აკადემია „ნოვატორის“ საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ვრცელდება წინამდებარე ვებ-გვერდსა და მასზე არსებულ მთელ შინაარსზე (პროდუქტებისა და მომსახურების ჩათვლით).
- ვებ-გვერდის მომხმარებელი და „კურსის მონაწილე“ ვალდებულები არიან დაიცვან აკადემიის ინტელექტუალური საკუთრება.
ᲞᲘᲠᲐᲓᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲘᲡ ᲓᲐᲛᲣᲨᲐᲕᲔᲑᲐ
- აკადემია „ნოვატორი“ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად ითხოვს ვებ-გვერდის მომხმარებლისა და კურსის მონაწილის პერსონალურ ინფორმაციას (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი) იმ მოცულობით, რაც აუცილებელია ეფექტური სერვისის განხორციელებისათვის.
- აკადემია უზრუნველყოფს მისთვის მიწოდებული კონფიდენციალური ინფორმაციის დაცულობას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
- აკადემია ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციების დაცვით შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს ვებ-გვერდის მომხმარებელთა და კურსის მონაწილეთა პერსონალური ინფორმაცია.
ᲛᲝᲛᲮᲛᲐᲠᲔᲑᲚᲘᲡ ᲐᲜᲒᲐᲠᲘᲨᲘᲡ ᲒᲐᲣᲥᲛᲔᲑᲐ
- აღსანიშნავია, რომ ვებ-გვერდის მომხმარებლისა თუ კურსის მონაწილის მიერ წინამდებარე წესებითა და პირობებით, თუ აკადემიასთან დადებული ნებისმიერი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისა თუ არაკეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში, აკადემია ინარჩუნებს უფლებამოსილებას შეწყვიტოს პროგრამა კურსის მონაწილესთან და გააუქმოს ვებ-გვერდზე შესაბამისი მომხმარებლის ანგარიში.
ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲜᲮᲝᲠᲪᲘᲔᲚᲔᲑᲐ
- აკადემია „ნოვატორი“ უფლებამოსილია ერთპიროვნულად შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე წესებისა და პირობების შინაარსში ვებ-გვერდის მომხარებლის წინასწარი ინფორმირების გარეშე.
- წინამდებარე წესებისა და პირობების რეგულარული გაცნობა ვებ-გვერდის მომხმარებლის პასუხისმგებლობას წარმოადგენს.
ᲡᲐᲙᲝᲜᲢᲐᲥᲢᲝ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ
- წინამდებარე წესებისა და პირობების მიმართებაში ნებისმიერი კითხვის არსებობის წარმოშობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე:
ელ-ფოსტა: support@novatori.ge
ტელეფონი: +995 593 000 323
ძალაშია 31.08.2022