ბიზნესის ტექნოლოგიები ბოლო წლებში სწრაფად ვითარდება და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მსოფლიოზე, საჭიროა ვიცოდეთ ბიზნესის ზრდის ტექნოლოგიური გზები, რათა დავეწიოთ ამ ტექნოლოგიურ რევოლუციას.
კვლევების თანახმად, ამ ტექნოლოგიების დანერგვა არამხოლოდ IT კომპანიებს აძლევს სარგებელს, არამედ ხელს უწყობს ზოგადად ბიზნესის ეფექტიანობის ამაღლებას.
ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით ჩატარებული გამოკითხვის თანახმად კომპანიები აღნიშნავენ:
- 52% აღნიშნავს, რომ ციფრული ტრანსფორმაციის შედეგად გაიზარდა მათი თანამშრომლების პროდუქტიულობა.
- 49%-ში დაფიქსირდა უკეთესი შესრულების მაჩვენებლები
- 46%-ში გაუმჯობესდა მომხმარებელთა კმაყოფილების დონე.
ამ სტატიაში იქნება საინტერესო მაგალითები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ბიზნესის ტექნოლოგიების გამოყენებით KPI-ების დახვეწა და უკეთესი შედეგების მიღწევა, როგორია ბოიზნესის ზრდის ტექნოლოგიური გზები.
ბიზნესის ზრდის ტექნოლოგიური გზები და წარმატების ისტრორიები
Domino’s Pizza
Domino’s Pizza არის ერთ-ერთი უდიდესი პიცის რესტორნების ქსელი მსოფლიოში, რომელიც ოპერირებს 83-ზე მეტ ქვეყანაში.
ბიზნესი საკმაოდ წარმატებულად დაიწყო, 2007 წელს Domino’s Pizza-ს აქციის ფასი 32.25 დოლარი იყო, რაც 2004 წლის 14.70 დოლართან შედარებით შესანიშნავი ზრდა იყო.
თუმცა 2008 წელს მდგომარეობა შეიცვალა, Domino’s მუდმივ ზარალს განიცდიდა და იმავე წლის ოქტომბერში მათი აქციის ფასი მხოლოდ 5.95 დოლარი გახდა. გუნდმა დაიწყო ბიზნესის აღდგენისა და ხელახალი ზრდის გზების ძიება.
კომპანიის მთავარი პრობლემა იყო მოთხოვნის შემცირება და პოპულარობის კლება, Domino’s Pizza-ს მომსახურების მიწოდების ტრანსფორმაცია და მომხმარებლებისთვის მეტი ღირებულების შეთავაზება სჭირდებოდა.
პრობლემის გადაჭრა
Domino-ს გუნდმა გაიგო, რომ კონკურენტულ გარემოში მხოლოდ გემრიელი პიცის დამზადება საკმარისი არ იყო, ტექნოლოგია და ბიზნესი უნდა გაერთიანებულიყო დამატებითი ღირებულების შესაქმნელად.
გუნდმა იცოდა, რომ თუ მომხმარებელს იმავე ფასად უკეთეს მომსახურებას შესთავაზებდნენ, ისინი Domino’s-ს აირჩევდნენ.
სწორედ ამიტომ კომპანოოს გუნდმა მოძებნა ბიზნესის ზრდის ტექნოლოგიური გზები.
ამ მომენტიდან Domino’s ტექნოლოგიურად განვითარებულ კომპანიად გადაიქცა. ტექნოლოგიები ბიზნესში იყო ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც ბიზნესს კრიზისთან ბრძოლაში დაეხმარა.
მათ დაიწყეს ბიზნესის ტექნოლოგიების ინტეგრაცია მოქნილობის გასაუმჯობესებლად.
კომპანიის კონცეფცია Domino’s Anyware მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეუკვეთონ საყვარელი პიცა ათობით არხის საშუალებით, ეს კი მომხმარებლებისთვის ძალიან მოსახერხებელია.
Ზუსტად რომ აღვწეროთ ბიზნესის ზრდის ტექნოლოგიური გზები, Domino’s საშუალებას იძლევა შეუკვეთოთ Smart TV-ის, Facebook Messenger-ის, Alexa-ს და თუნდაც Twitter-ის საშუალებით!
Twitter, სავარაუდოდ, ყველაზე შთამბეჭდავი და უჩვეულო ადგილია შეკვეთების გასაკეთებლად, მაგრამ ეს მუშაობს.
როგორ მუშაობს ბიზნესის ზრდის ტექნოლოგიური გზები?
Domino’s Pizza ბიზნესის ზრდას შესაძლებელს ხდის ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების დახმარებით.
სხვადასხვა ციფრულ არხში ინტეგრირებული ჭკვიანი ჩათბოტები ამუშავებენ მონაცემების დიდ მოცულობას და შეკვეთების ავტომატიზაციას ახდენენ.
ყველაფერი, რაც Domino’s Anyware-ის გამოსაყენებლად გჭირდებათ, არის რეგისტრირებული Pizza ანგარიში, ყველა ინფორმაცია, მათ შორის საყვარელი შეკვეთების შესახებ, ავტომატურად მოდის ანგარიშიდან.
ჩათბოტები მომხმარებლებს საშუალებას აძლევენ განათავსონ და აკონტროლონ შეკვეთები, დააჩქარონ შეკვეთების დამუშავება და გააუმჯობესონ მომსახურება მომხმარებლის უკუკავშირის საფუძველზე.
პანდემიის დროს, Domino’s-მა ასევე მოახერხა ადაპტირება ბახალ გამოწვევასთან.
მათ შესთავაზეს ე.წ. Carside Delivery ვარიანტი, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს აირჩიონ მანქანის რომელ მხარეს უნდა მათი შეკვეთის მიწოდება. მაგალითად, თუ მომხმარებელი ზის წინა სავარძელში, მიმტანი დაალაგებს შეკვეთას უკანა სავარძელზე.
ტექნოლოგიის დახმარებით, Domino’s Pizza გახდა კომპანია, რომელიც მომხმარებელს მრავალმხრივ გამოცდილებას სთავაზობს.
პიცის შეკვეთის შესაძლებლობამ თითქმის ნებისმიერი ადგილიდან კომპანია ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აქცია.
სოციალური ქსელების გამოყენებით და მარკეტინგული კამპანიებით ბრენდმა აუდიტორიასთან მტკიცე კავშირი ჩამოაყალიბა.
შედეგი ციფრებშიც აისახა – წელს Domino’s-ის აქციის ფასმა 396.96 დოლარს მიაღწია, რაც ტექნოლოგიური ინოვაციების წარმატებულ იმპლემენტაციაზე მიუთითებს.
Michelin
Michelin არის მსოფლიოში მეორე უმსხვილესი საბურავების მწარმოებელი კომპანია, მას ხანგრძლივი ისტორია აქვს.
კომპანია დაარსდა 130 წელზე მეტი ხნის წინ, მას შემდეგ, Michelin თავის საუკეთესო პრაქტიკასა და ღირებულებებს დროთა განმავლობაში ინარჩუნებს.
თუმცა, დროთა განმავლობაში ტექნოლოგიური პროგრესის გამო, კომპანიიძულებული გახდა ბიზნესის ზრდის ტექნოლოგიური გზები მოეძებნა, რათა მისი მიზანია: “გაიზარდოს და გაუმჯობესდეს მომხმარებლებთან ერთად” შეესტულებინა.
რადგან სატრანსპორტო საშუალებები სულ უფრო ჭკვიანი და თანამედროვე ხდება, ის ბიზნესები, რომლებიც ავტომობილის მფლობელებს ემსახურებიან, მათთან ერთად უნდა გაიზარდონ.
კომპანია უნდა დარჩეს კონკურენტუნარიანი ჭკვიანი წარმოებისა და პროდუქციის ეპოქაში, სწორედ ამიტომ კომპანიამ მოიფიქრა ბიზნესის ზრდის ტექნოლოგიული გზები.
პრობლემის გადაჭრა
Michelin-მა გადაწყვიტა ააგოს ეფექტური ციფრული ზრდის სტრატეგია სამი ფოკუს არეალით:
- პირველი: ბიზნეს ოპერაციების გამარტივება და დაჩქარება.
- მეორე: პერსონალიზებული გამოცდილების შეთავაზება B2B კლიენტებისა და საბოლოო მომხმარებლებისთვის.
- მესამე: ტექნოლოგიის გამოყენება ახალი ბიზნეს სტრატეგიებისა და მოდელების ასაგებად.
როგორ მუშაობს ბიზნესის ზრდის ტექნოლოგიური გზები?
კომპანიას აქვს კვლევისა და განვითარების (R&D) დეპარტამენტი, რომელიც მუდმივად ეძებს გზებს ბიზნესში ინოვაციის შემოსატანად.
მკვლევარები ფართოდ ტესტავენ ხელოვნური ინტელექტის (AI) შესაძლებლობებს წარმოების გასამარტივებლად და მომხმარებელთა გამოცდილების გასაუმჯობესებლად.
ბიზნესის სხვადასხვა სფეროში AI-მართული მონაცემთა მიმოქცევა Michelin გუნდს საშუალებას აძლევს დააჩქაროს გადაწყვეტილებები და ააგოს მაღალი შესრულების კოლექტიური ბიზნეს ინტელექტი, რომელსაც ყველა დეპარტამენტი დაეყრდნობა.
კომპანია ასევე იყენებს კოლაბორაციულ რობოტებს, რომლებიც რუტინულ სამუშაოებს აავტომატიზებენ, ზოგავენ დროს და ამსუბუქებენ სამუშაო დატვირთვას.
Ბიზნესის ზრდის ტექნოლოგიური გზები Michelin ეხმარება მიაღწიოს უკეთეს ROI-ს, მეტ უსაფრთხოებასა და კომფორტს, აუმჯობესებს სამუშაოს შესრულების პროცესს.
AI-ის მართული მონაცემთა შენახვა, ვიზუალიზაცია და ახალი მოდელების შექმნა გუნდს საშუალებას აძლევს დახარჯოს ნაკლები ფიზიკური რესურსი ტესტირებაზე.
მათ შეუძლიათ გამოსცადონ მომსახურების მიწოდების ახალი მოდელი პროგრამული უზრუნველყოფით, შექმნან ციფრული ტყუპები და განჭვრიტონ ხარჯების აკრძალვის პრობლემები.
ეს, თავის მხრივ, ამცირებს რისკებს და გადაწყვეტილების მიღების პროცესი უფრო ზუსტია.
Walmart
მომხმარებელთა მოთხოვნილებების შეცვლის გამო, Walmart-მა გადაწყვიტა გაეძლიერებინა სოციალური მედია მარკეტინგი.
მრავალარხიანი ვაჭრობის სტრატეგიით ისინი მიაღწევდნენ მილენიანების აუდიტორიას და სრულად დააკმაყოფილებდნენ მათ საჭიროებებს.
რაც შეეხება ბექ-ოფისის ინოვაციებს, ეს მოიცავდა მიწოდების ჯაჭვისა და მარაგების მართვის მოდერნიზაციას. ამან კომპანიას მისცა შესაძლებლობა შეემცირებინა ხარჯები და ფასები სხვადასხვა ციფრულ არხში ოპტიმიზაციითა და დაბალანსებით.
მიწოდების ჯაჭვის გადაწყვეტილებებში ინტეგრირებული AI მართული მონაცემთა ანალიტიკა კომპანიას აძლევს მომხმარებლის მონაცემებზე წვდომას. მომხმარებლის საჭიროებების გაგება კი ეხმარებათ მარკეტერებს კამპანიები მოარგონ მომხმარებლის საჭიროებებს და მიიღონ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.
როგორ მუშაობს ბიზნესის ზრდის ტექნოლოგიური გზები?
Walmart-მა ინვესტიცია ჩადო Data Café-ში, მონაცემთა შენახვისა და მართვის ჰაბში, რომელიც ამუშავებს მონაცემებს 20,000-ზე მეტი Walmart მაღაზიიდან და 200-ზე მეტი შიდა წყაროდან.
Data Café-ში Walmart-ის მონაცემთა ექსპერტები მონაცემებს წარმოადგენე ვიზუალური სახით, მანიპულირებენ მათით და აკეთებენ სხვადასხვა ინტერპრეტაციებს უფრო სწრაფი გადაწყვეტილებების მისაღებად, რაც უზრუნველყოფს ROI-ს ზრდას.
კომპანიამ გამონახა ბიზნესის ზრდის ტექნოლოგიური გზები, Walmart-მა აინტეგრირა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები ბიზნესისთვის, ასევე აინტეგრირა ბლოკჩეინი.
Walmart-მა გადაიყვანა თავისი სისტემები ციფრულ ფორმატზე. ეს მოიცავდა მიწოდების მართვას, მომხმარებელთან ურთიერთობების მენეჯმენტს, მარკეტინგს, გაყიდვებსა და სხვა საქმიანობებს.
ამან კომპანიას საშუალება მისცა უკეთესად ემუშავა და შეემცირებინა ხარჯები. საქონლის სწრაფი დამუშავება ნიშნავს, რომ იგი მალე ხვდება მაღაზიებში. ასე გუნდს შეუძლია მომხმარებლებისთვის უკეთესი გამოცდილების შეთავაზება.
Walmart იქცევა მაღალტექნოლოგიურ კომპანიად, სადაც ყველა პროცესი ხორციელდება ციფრულად.
Nike
Nike არის ერთ-ერთი წამყვანი ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ყოველთვის პირველ ადგილზე აყენებს ინოვაციასა და მომხმარებლის კომფორტს. ეს კომპანიის მისიისა და ციფრული ტრანსფორმაციის სტრატეგიის ფესვებშია.
პანდემიის დროს კომპანიამ სრულად გააცნობიერა ციფრულ სივრცეში გადასვლის აუცილებლობა და ონლაინ აუდიტორიასთან ჩართულობაზე მუშაობის საჭიროება.
გუნდმა დაინახა ხარვეზები, რომლებიც უნდა შევსებულიყო ძლიერი ელექტრონული კომერციის სტრატეგიის ასაგებად.
კომპანიის მთავარი გამოწვევა იყო ელექტრონული კომერციის სტრატეგიის განახლება, რათა ონლაინ საცალო ვაჭრობა, იგივე E-commerce გახდეს შემოსავლის ძლიერი არხი.
როგორ მუშაობს ბიზნესის ზრდის ტექნოლოგიური გზები?
2017 წელს Nike-მა გადაწყვიტა დაეტოვებინა საბითუმო გაყიდვები და შეემუშავებინა სტრატეგია მომხმარებლებთან პირდაპირი კავშირისთვის. სამიზნე აუდიტორიასთან უშუალო წვდომა გახდა Nike-ის გუნდის მთავარი მიზანი.
გადაწყვეტილება საბითუმო გაყიდვებიდან გასვლის შესახებ რთული მისაღები იყო, რადგან Nike-ის შემოსავლის 80% სწორედ საბითუმო გაყიდვებიდან მოდიოდა.
სხვა საწარმოები, სავარაუდოდ, ასე არ გარისკავდნენ, მაგრამ Nike-მა ეს გააკეთა. კომპანიის სურვილმა ყოფილიყო გამორჩეული, იგი მიიყვანა ციფრული არხების შექმნამდე და გაუმჯობესებამდე, მათ მოიძიეს ბიზნესის ზრდის ტექნოლოგიური გზები.
Nike-ის ციფრული არხების მნიშვნელობის გასაზრდელად მომხმარებლისთვის, ბრენდს სჭირდებოდა გარემოს შექმნა.
Apple-ის მაგალითზე დაყრდნობით, Nike-მა გამოიყენა ტექნოლოგიები აპლიკაციების შესაქმნელად, რომლებიც აფართოებენ კომპანიის მომსახურებებს. ეს არის Nike Run Club და Nike Training Club აპლიკაციები მობილური მოწყობილობებისთვის.
ახლა Nike-ის ელექტრონული ვაჭრობის გაყიდვები შეფასებულია 43%-ად, თუმცა კომპანია ელის, რომ წლის ბოლოსთვის ისინი 50%-ს მიაღწევენ. კომპანიამ შეძლო ტექნოლოგიების გამოყენებით შეექმნა მომხმარებლებთან პირდაპირი და პერსონალიზებული კავშირი.
Tesla
Tesla-მ თავიდანვე იცოდა, როგორ გამოეყენებინა ტექნოლოგიები თავისი საქმიანობის განსხვავებულად წარმოჩენისთვის. იგი არ იყო ტიპური კომპანია ამ ინდუსტრიაში.
ბრენდის პოზიციონირება მოიცავდა გარდამქმნელ და ახალგაზრდულ იდეებს. საოცარია სარგებლობების ერთობლიობა, რომელსაც კომპანია სთავაზობს მომხმარებლებს.
Tesla-ს ავტომობილები ძალიან ინოვაციურია, ეკოლოგიურად სუფთა, მომავლისთვის მზადაა და მათი მოვლა იოლია. როგორ ახერხებს Tesla ასეთი კარგი შედეგების მიღწევას? რა თქმა უნდა, ეფექტური ტექნოლოგიების წყალობით.
კომპანიის მთავარი გამოწვევა იყო უახლესი ტექნოლოგიების გამოყენება ავტომობილების და მათი ფუნქციების ხედვის ხელახლა განსასაზღვრად.
როგორ მუშაობს ბიზნესის ზრდის ტექნოლოგიური გზები?
Tesla არის ერთადერთი ავტომწარმოებელი, რომელიც ახორციელებს პროგრამულ განახლებებს დისტანციურად. მწარმოებელი ავტომატურად აუმჯობესებს სატრანსპორტო საშუალების მახასიათებლებსა და შესაძლებლობებს.
ყველაფერი, რაც გჭირდებათ, არის განახლების ჩამოტვირთვა Wi-Fi-ით და ინსტალაციის დაწყება.
ავტომობილის შესაძენად საგამოფენო დარბაზის მონახულება არ არის საჭირო. კომპანია იყენებს ონლაინ არხებს მსოფლიო მასშტაბით გაყიდვებისთვის. შეგიძლიათ შეავსოთ ფორმა და შეუკვეთოთ Tesla-ს ავტომობილი, როგორც პიცის შეკვეთა.
Tesla გეგმავს AR ტექნოლოგიის დანერგვას საწარმოო პროცესში მონაცემებზე სწრაფი წვდომისთვის მუშებისთვის.
Tesla რეგულარულად ნერგავს ახალ ფუნქციებს თავის საინფორმაციო-გასართობ სისტემაში, როგორებიცაა სტრიმინგის აპლიკაციები და არკადის რეჟიმი თამაშისთვის.
Tesla-ს მომხმარებლებისთვის, კომპანია მხოლოდ ავტომწარმოებელი აღარ არის, არამედ ბრენდი თანმიმდევრული მისიითა და ბაზარზე დიდი გავლენით. Tesla Motors-მა დაამყარა პირდაპირი კავშირი აუდიტორიასთან.
უნიკალური შესაძლებლობების შეთავაზებით მომხმარებლებისთვის, კომპანიამ მოხსნა შუამავლის საჭიროება მათსა და მომხმარებლებს შორის. Tesla პირდაპირ ზემოქმედებს აუდიტორიაზე, რაც ამცირებს პროდუქტის ბაზარზე გამოშვების დროს.
გარდა ამისა, კომპანიამ შეცვალა ადამიანების შეხედულება ავტომობილების ფუნქციაზე. ტრანსპორტირების ფუნქციასთან ერთად, მანქანა გახდა ადგილი, სადაც შეგიძლიათ ისიამოვნოთ კომფორტითა და გართობის შესაძლებლობებით.
ბიზნესის ზრდის ტექნოლოგიური გზები მცირე ბიზნესებისთვის
ცნობილი ბრენდების წარმატების ისტორიების მოსმენა შთამაგონებელია, მაგრამ რა უნდა გააკეთოს მცირე ზომის კომპანიამ, რომელიც გეგმავს ზრდასა და ციფრულ ტრანსფორმაციას?
შეიძლება ეს უფრო კარგიც კი იყოს, როდესაც დიდი ხანია ბაზარზე ხარ, რთულია შეცვალო პროცესები კომპანიაში რევოლუციურად. რთულია თანამშრომლებს ასწავლო განსხვავებული მუშაობა და ასევე რთულია მომხმარებლების დარწმუნება შენი ბიზნესისა და ღირებულებების სხვაგვარად აღქმაში.
სწორედ ამიტომ მზარდ ბიზნესებს შეუძლიათ მონახონ უფრო მარტივი ბიზნესის ზრდის ტექნოლოგიური გზები.
საწყისი ნაბიჯები
ბიზნესში ტექნოლოგიების გამოყენება ნამდვილად მოგების მომტანია. ტექნოლოგიით შეგიძლიათ შეასრულოთ მრავალი სახის სამუშაო.
თუ ფიქრობთ, საიდან დაიწყოთ, გთავაზობთ რამდენიმე იდეას სასარგებლო პროგრამული უზრუნველყოფის ინსტრუმენტების შესახებ, რომლებიც თქვენს მუშაობას გააუმჯობესებენ.
- პროექტების მართვის პროგრამული უზრუნველყოფა: რამდენიმე გუნდის ან სხვადასხვა პროცესის შემთხვევაში, პროექტის მართვის ინსტრუმენტი, როგორიცაა კომუნიკაციის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება, მენეჯერებს ეხმარება აკონტროლონ აქტივობები, მიანიჭონ როლები და დავალებები დისტანციურ თანამშრომლებს, დაადგინონ მიზნები, აკონტროლონ პროგრესი და დაგეგმონ ვიდეო კონფერენციები.
- CRM სისტემა: სისტემა მომხმარებლებთან ურთიერთობის სამართავად ეხმარება კომპანიებს მომხმარებლის მონაცემების და მათთან კავშირის ელექტრონულად მართვაში. ამ პროგრამების გამოყენებით, შეგიძლიათ დროულად დაუკავშირდეთ მომხმარებლებს და არ დაკარგოთ ისინი.
- HR მართვის სისტემა: ეს პროგრამა გამოიყენება თანამშრომლების გრაფიკებისა და შვებულებების მართვისთვის. აქ ნახავთ თქვენი კომპანიის ზრდას, გუნდების რაოდენობასა და შემადგენლობას. ის შეიძლება დაგეხმაროთ საქმიანობის გაუმჯობესებაში, თუ გამოიყენებთ ადამიანური რესურსების მართვის პროგრამებთანაც.
- ელექტრონული ხელმოწერის ინსტრუმენტები: ეს პროგრამა იდეალურია დისტანციური მუშაობისთვის. ის თქვენს გუნდს საშუალებას აძლევს დოკუმენტები და ხელშეკრულებები ონლაინ მოაწერონ ხელი. უნდა შექმნათ ელექტრონული ხელმოწერა და მიუთითოთ თქვენი ელფოსტა, რომ მიიღოთ და ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს.
- ბუღალტრული აღრიცხვისა და ავტომატიზებული ანგარიშგების პროგრამული უზრუნველყოფა: ეს პროგრამა ავტომატურად ქმნის შემოსავლების, გადასახადების, ინვოისებისა და ანგარიშების აღრიცხვას. ის ამცირებს ბუღალტრების დატვირთვას, თავიდან იცილებს თაღლითობასა და შეცდომებს გამოთვლებში.
- პაროლების მართვის ინსტრუმენტი: ეს პროგრამა სულ უფრო პოპულარული ხდება. მას შეუძლია უსაფრთხოდ შეინახოს თქვენი ყველა პაროლი ერთ ადგილას და დისტანციური მუშაობის დროს დაიცვას უსაფრთხოება. აღარ გჭირდებათ თქვენი ანგარიშების დაცულობაზე შეშფოთება.
- მონაცემთა სარეზერვო კოპირების პროგრამა: უსაფრთხო მონაცემთა სარეზერვო ინსტრუმენტი საშუალებას გაძლევთ დაიცვათ თქვენი მონაცემები სისტემური მოწყვლადობის ან გატეხვის შემთხვევაში.