2024 წლის მონაცემებით მსოფლიოში 5.04 მილიარდი ადამიანი იყენებს სოციალურ ქსელებს, სოციალური მედია კამპანია კი ალბათ ყველა მათგანს მინიმუმ ერთჯერ შეხვედრია.
სოციალური მედია კამპანია სწორედ ის არის რაც ყველა ბიზნესს სჭირდება, დღესდღეობით არ არსებობს პროდუქტი ან მომსახურება, რომელიც სოციალურ ქსელში არ იძებნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სოციალურ ქსელში რეკლამა აუცილებელია ბიზნესის წარმატებისთვის.
რეკლამა სოციალურ მედიაში სოციალური მედია მარკეტინგის ნაწილია და ციფრულ მარკეტინგში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელსაწყო.
როგორ შევქმნათ წარმატებული სოციალური მედიის კამპანია? ერთ-ერთი პირველი რეკომენდაცია, რომელსაც ყველა გზამკვლევში ნახავთ, არის კვლევა, ნახეთ ის რაც სხვებისთვის მუშაობს, ასე გაიგებთ რა იმუშავებს თქვენთვის და თქვენი მომხმარებლებისთვის!
სწორედ ამიტომ ეს სტატია შეეხება 10 საუკეთესო სოციალურ მედია კამპანიას, რომლებიც შესაძლოა თქვენი ინსპირაციის წყარო გახდნენ.
ტოპ 10 სოციალური მედია კამპანია შენი ინსპირაციისთვის
ისევე როგორც ფილმებს, სარეკლამო კამპანიებსაც აქვთ დაჯილდოებები, SHORTY AWARDS და The Webby Awards ერთ-ერთი მათგანია, ისინი გამარჯვებულ სარეკლამო კამპანიებს ავლენენ სხვადასხვა ნომინაციებში.
2024 წლის გამარჯვებული ნომინაციაში რეკლამა, მედია და პიარი, გაგიკვირდებათ და გახდა ბარბის “Barbie The Movie” მედია კამპანია.
Spotify-ის სარეკლამო კამპანია
Spotify-მ შექმნა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ყოველწლიური სოციალური მედია კამპანია – #Wrapped.
Spotify-ს ყოველწლიური #Wrapped კამპანია არის მარკეტინგული კამპანია, რომლის მიზანია მომხმარებლების ჩართულობისა და ერთგულების გაზრდა.
კამპანიის ფარგლებში, Spotify მომხმარებლებს სთავაზობს პერსონალიზებულ სტატისტიკას მათი მუსიკალური გემოვნებისა და მოსმენილი მუსიკების შესახებ წლის განმავლობაში.
ეს მონაცემები მოიცავს:
- ყველაზე ხშირად მოსმენილ სიმღერებს, არტისტებსა და ჟანრებს.
- სულ რამდენი საათი და წუთი დახარჯა მომხმარებელმა მუსიკის მოსმენაზე.
- რომელ დღეებსა და დროებში უსმენდა მუსიკას ყველაზე ხშირად.
- პერსონალიზებულ ფლეილისტს “Your Top Songs”.
ამ სტატისტიკური მონაცემების გაზიარება მომხმარრებლებს სოციალურ ქსელში შეუძლიათ.
კამპანის მიზანია როგორც მომხამრებლების ზრდა ასევე ბრენდის პოპულარიზაცია სოციალურ მედიაში.
რატომ იმუშავა კამპანიამ?
რადგან სტატისტიკური მონაცემების პერსონალიზირება და მისი მარტივად გაზიარება შესაძლებელი გახდა, Spotify-ის აუდიტორიას კი უყვარს სხვისთვის ინფორმაციის გაზიარება.
Dove-ის სარეკლამო კამპანია
Dove-ის #RealBeauty კამპანია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სოციალური მედიის სარეკლამო კამპანიას.
კამპანიის მიზანია ქალთა თვითშეფასების ამაღლებას და ნამდვილი სილამაზის შესახებ საუბარი.ამ კამპანიამ მსოფლიო ყურადღება თავისი გულწრფელი და პოზიტიური მესიჯით მიიქცია.
ეს სოციალური მედია კამპანია წარმატებული სწორედ ემოციურ მესიჯების დამსახურებით გახდა, სტატისტიკურად ყველაზე მეტი გამოხმაურება და ჩართულობა აქვს რეკლამას, რომელიც ემოციურად ეხება მომხმარებელს.
Apple-ის სარეკლამო კამპანია
Apple-მა დაიწყო #ShotOniPhone კამპანია, რომელიც მოუწოდებს მომხმარებლებს გააზიარონ iPhone-ზე გადაღებული ფოტოები, საუკეთესო ფოტოები კი ქვეყნდება ბილბორდებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ეს კამპანია წარმოაჩენს Apple-ის პროდუქტის შესაძლებლობებს და მომხმარებლების შემოქმედებითობას.
რატომ იმუშავა კამპანიამ?
Apple-მა გამოიყენა მომხმარებლის მიერ შექმნილი კონტენტი თავისი ტექნოლოგიის საჩვენებლად შემოქმედებითი და ვიზუალური გზით, ამან მომხმარებელს თავი ბრენდის ნაწილად და მნიშვნელოვან პირად აგრძნობინა, რამაც გამოიწვია მომხამრებლის მაქსიმალური ჩართულობა.
კოკა-კოლა სარეკლამო კამპანია
კოკა-კოლამ დაიწყო #ShareACoke კამპანია, კამპანიის ფარგლებში კომპანიამ გამოუშვა პროდუქტი რომლის შეფუთვაზეც პოპულარული სახელები ეწერა, მომხმარებლებს შეეძლო ეპოვა საკუთარი სახელი და გაეზიარებინათ სოციალურ მედიაში.
კოკა-კოლა #ShareACoke სოციალური მედია კამპანია იყო წარმატებული მარკეტინგული ინიციატივა, რომელმაც მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა ბრენდისთვის.
ამ კამპანიამ შექმნა პერსონალიზირეული გამოცდილება და მომხმარებლები მეტად დაახლოვა კოკა-კოლას.
კამპანიის პერიოდში კოკა-კოლას გაყიდვებმა 2.5%-ით მოიმატა აშშ-ში, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა ასეთი დიდი ბრენდისთვის.
#ShareACoke ჰეშთეგმა დიდი პოპულარობა მოიპოვა Twitter და Instagram-ზე. მომხმარებლები აქტიურად უზიარებდნენ ფოტოებს საკუთარი სახელით დახატულ ბოთლებთან ერთად.
კამპანიის წარმატების ძირითადი მიზეზი იყო ინოვაციური და მარტივი იდეა, რომელიც ზუსტად მოერგო იმ აუდიტორიას, ვისთვისსაც კამპანია იყო განკვუთვნილი, სოციალური მედიის მომხმარებლების მოთხოვნები დააკმაყოფილა და შექმნა პერსონალიზირებული და ერთ-ერთი ყველაზე გაზიარებადი სარეკლამო კამპანია.
დისნეი სარეკლამო კამპანია
დისნეის #ShareYourEars კამპანია იყო გლობალური საქველმოქმედო ინიციატივა, რომლის მიზანი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა და შესაბამისი ორგანიზაციების დაფინანსება იყო.
კამპანია გულისხმობდა დისნეის ცნობილი მიკი მაუსის ყურების სიმბოლოს გაზიარებას სოციალურ მედიაში ფოტოებისა და ვიდეოების გავრცელებით, რითაც აუდიტორია გამოხატავდა თანადგომას ინიციატივის მიმართ.
ყოველი ასეთი გაზიარებისთვის, დისნეი რიცხავდა გარკვეულ თანხას ქველმოქმედებისთვის.
კამპანიის წარმატების მიზეზი მისი ემოციური შინაარსი და სიმარტივეა.
დისნეის მიკი მაუსის ცნობილი სიმბოლო ადამიანებში დადებით ემოციებს აღძრავდა, კამპანიაში მონაწილეობა კი ძალიან მარტივი იყო, მხოლოდ მიკი მაუსის ყურების ჩვენება სოციალურ ქსელში და გაზიარება, სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის ეს გასართობი და მარტივად შესასრულებელია.
კამპანიის საქველმოქმედო მიზანი კი კიდევ ერთი მიზეზი გახდა მისი წარმატებისა, მსგავსი მიზნის კამპანიები იწვევს მეტ ჩართულობას საზოგადოების მხრიდან რადგან ქველმოქმედება ძლიერ სოციალურ ზეგავლენას ახდენს ხალხზე.
კამპანიამ შეაგროვა 5 მილიონზე მეტი დოლარი და გაზარდა დისნეის ბრენდის პოპულარობა როგორც კეთილშობილური და საზოგადოებრივად აქტიური კომპანიისა.
Always-ის სარეკლამო კამპანია
Always #LikeAGirl სოციალური მედია კამპანია იყო ქალთა გაძლიერებაზე ორიენტირებული საზოგადოებრივი კამპანია, რომელიც 2014 წელს დაიწყო.
კამპანიის ფარგლებში გამოვიდა ცნობილი სარეკლამო რგოლი, რომელშიც მონაწილეები განმარტავდნენ ფრაზას “როგორც გოგონა”.
პატარა გოგონები ამ ფრაზას დადებითად განმარტავდნენ, მაშინ როცა მოზრდილები უარყოფით კონტექსტში იყენებდნენ.
ეს აჩვენებდა, თუ როგორ ნერგავდა საზოგადოება სტერეოტიპებს გოგონებში მათი ზრდის პარალელურად.
კამპანიის მიზანი იყო გოგონების თვითრწმენისა და თვითდაჯერებულობის გაძლიერება, ასევე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება გენდერული სტერეოტიპების შესახებ.
კამპანიის წარმატების რამდენიმე მიზეზი არსებობს:
- ემოციური ზემოქმედება – სარეკლამო რგოლი ემოციურად მნიშვნელოვანი იყო
- სოციალური გავლენა – სოციაურ მედიაში გავრცელებით დიდი ყურადღება დაიმსახურა
- ღრმა მესიჯი – კამპანიის მთავარი მესიჯი ემოციური იყო და მოუწოდებდა ნეგატიური დათრგუნვისკენ, გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ საბრძოლველად მოწოდება მებრძოლ, ძლიერ და ემოციურ ადამიანებთან ძალიან ახლოს მივიდა.
- ბრენდის რეპუტაცია – Always გამოჩნდა როგორც პროგრესული და სოციალური პასუხისმგებელობის მატარებელი ბრენდი.
შედეგად, Always-მა მიიღო საერთაშორისო აღიარება და ჯილდოები, გაიზარდა მისი გაყიდვები და ბრენდის ღირებულება.
ეს იყო წარმატებული სოციალური მედია კამპანია, რომელმაც შეძლო აუდიტორიის ჩართვა და დადებითი ცვლილებების განხორციელება.
KFC-ის სარეკლამო კამპანია
KFC-ის Twitter კამპანია “Herbs and Spices” (ხილიანი და სანელებლიანი) იყო ინოვაციური და იუმორით სავსე მარკეტინგული კამპანია 2018 წელს.
KFC-მ Twitter-ზე შექმნა 11 სხვადასხვა ანგარიში, რომლებიც წარმოადგენდნენ სხვადასხვა სანელებლებს, რომლებსაც KFC იყენებს თავის ცხარე ქათმის ცნობილ დესერტში, თითოეული ანგარიში განასახიერებდა კონკრეტული სანელებლის პერსონას და სტილს.
თითოეულმა ანგარიშმა დაიწყო პოსტების გამოქვეყნება თავისი “პიროვნების” შესაბამისად, ზოგი იცინოდა უცნაურად, ზოგი მუდამ ჭამდა, ზოგი კი ემოციურ პოსტებს აქვეყნებდა.
პოსტებს ხშირად ერთმანეთის უწერდნენ კომენტარებსაც, ამგვარად ქმნიდნენ სოციუმს, ურთიერთობებს.
საერთო ჯამში კამპანიას ქონდა იუმორისტული ხასიათი და თამაშის სტილი, რამაც განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა.
- კამპანიამ მიაღწია 4 მილიარდზე მეტ ჩართულობას Twitter-ზე
- KFC გახდა ყველაზე პოპულარული ბრენდი Twitter-ზე
- ეს სოციალური მედია კამპანია გახდა ვაირალ და მიიღო ფართო მედიაგაშუქება
- გაიზარდა KFC-ის ყურადღება და პოპულარობა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში
კამპანიის წარმატების მიზეი კი ალბათ სწორედ მისი ინოვაციურობა და დადებითი ემოციები გახდა, იუმორისტული შინაარსის კამპანია დადებით განწყობას ქმნიდა, რაც აისახებოდა მომხმარებლების ჩართულობაზეც.
KFC-მა შეძლო უცნაური და გამორჩეული კამპანიით დაემყარებინა კავშირი აუდიტორიასთან, რამაც გაზარდა ბრენდის პოპულარობა და ცნობადობა.
Airbnb-ის სარეკლამო კამპანია
Airbnb-ის “We Are Here” Facebook Live კამპანია იყო ინოვაციური მარკეტინგული კამპანია პანდემიის პერიოდში, 2020 წელს.
Airbnb-იმ Facebook Live-ის საშუალებით დაიწყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებსა და ადგილებში ვირტუალური ტურების გადაცემა, პირდაპირი ეთერიდან.
თითოეული გადაცემა წარმოადგენდა კონკრეტული ადგილის, კულტურის და ხალხის ამსახველ 10-დან 60 წუთამდე ხანგრძლივობის სივრცეს.
გადაცემები მოიცავდა სხვადასხვა აქტივობას, როგორიცაა:
- ადგილობრივი მეგზურების მიერ ქალაქების ან ბუნებრივი ხედების ტური
- ცეკვის, მუსიკის და ხელოვნების წარმოდგენა
- სამზარეულოს გაკვეთილები ადგილობრივი კერძებით
- მინი-სემინარები და საუბრები კულტურაზე
მაყურებლებს შეეძლოთ ჩართულიყვნენ პროცესში, რამაც შესანიშნავი შედეგები მოუტანა კომპანიას:
- 8 თვის განმავლობაში ჩატარდა 700-ზე მეტი გადაცემა
- კამპანიის ნახვამ შეადგინა 2 მილიარდზე მეტს
- Airbnb-ის გასართობი შინაარსის ნახვამ დააგროვა 22 მილიონი საათი
- კამპანიამ მიიღო მრავალი ჯილდო და აღიარება
ამ კაპანიის წარმატების მიზეზი ვფიქრობ სწორედ მისი ინოვაციურობა, პერსონალიზირებულობა იყო, ასევე მისი ხელმისაწვდომობა და საგანმანათლებლო, შემეცნებითი შინაარსი, რამაც გამოიწვია მომხმარებლების მაღალი ჩართულობა.
პანდემიის პერიოდში სწორედ ეს სოციალური მედია კამპანია აკმაყოფილებდა მოგზაურობისა და ახალი გამოცდილებების მოთხოვნას, მშვიდად სახლიდან გაუსვლელად.
Airbnb-მა შეძლო თავისი ბრენდის გააზრება სრულიად ახალი ფორმატით.
ბარბი სარეკლამო კამპანია
ბარბის ფილმის სოციალური მედია კამპანია იყო ფართომასშტაბიანი და სტრატეგიულად დაგეგმილი მარკეტინგული კამპანია, რომელსაც რამდენიმე მიზანი ჰქონდა.
ამ კამპანიის ერთ-ერთი და უმთავრესი მიზანი ფილმის მიმართ ინტერესის გაღვივება და ამ ინტერესის მაქსიმალურად დიდხანს შენარჩუნება იყო.
გარდა ამისა მნიშვნელოვანი აუდიტორიის მაქსიმალური ჩართულობის გამოწვევა და ბრენდის ცნო ბადობის გაზრდა.
თავდაპირველად კომპანიამ აუდიტორიის დასაინტერესებლად ფილმის ტრეილერი ერთი წლით ადრე გამოუშვა.
მეორე ტრეილერი კი ერთი თვის შემდეგ, ეს ტრეილერი კი YouTube-ის ტრენდულ ვიდეოთა სიაში მოხვედრა.
კომპანიამ საზოგადოებას საშუალება მისცა შეექმნათ მიმები და სახალისო კონტენტი რომელსაც გააზიარებდნენ სოციალურ ქსელებში, ასევე აქტუალური გახდა გადასაღები მოედნიდან ფოტო და ვიდეო კონტენტის გაზიარება.
მეორე ტრეილერის გამოშვების შემდეგ კომპანიამ AI-ზე დაფუძნებული უფასო ინსტრუმენტის შექმნა, სადაც მომხმარებლებს შეეძლოთ პერსონალიზებული ფილმის პოსტერების შექმნა და გაზიარება.
სოციალურ ქსელში მსგავსი კამპანიების გავრცელებამ კომპანიას სოციალურ ქსელში 18მილიონზე მეტი ჩართულობა მოუტანა.
ფილმის მოგებამ 1.2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია და 162 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ბილეთები გაიყიდა პირველივე კვირაში მხოლოდ აშშ-ში.
ვფიქრობ ასეთი კარგი შედეგის მიზეზი გრძელვადიანი, სტრატეგიულად დაგეგმილი კამპანია იყო, რომელიც მრავალფეროვან კონტენტს მოიცავდა, აუდიტორიის ჩართულობა კონტენტის შექმნაში კი მათ კომპანიის ნაწილად აგრძნობინებდა თავს, რაც ემოციურად დიდ გავლენას ახდენს შემდგომ ყიდვის გადაწყვეტილებაზე.
სტარბაქსი სარეკლამო კამპანია
სტარბაქსის “The Unicorn Frappuccino” კამპანია იყო ერთკვირიანი მარკეტინგული კამპანია, რომელიც საკმაოდ აქტუალური გახდა სოციალურ მედიაში.
კამპანია ეხებოდა ახალ, ლიმიტირებულ დროით გამოშვებულ სასმელს – Unicorn Frappuccino-ს.
ეს იყო სხვადასხვა კრემების ნაზავი, რომელიც ფერს და გემოს მორევის შემდეგ იცვლიდა, თავიდან იყო ყვითელი, შემდეგ გადადიოდა ვარდისფერ ფერში, ეს პროდუქტი გავდა მისტიურ ცხოლველს უნიქორნს, რომელიც ულამაზესი ფერების გრადაციით გამოირჩევა.
კამპანიის მიზანი იყო შეექმნათ ისეთი ვირუსული რეკლამა რომელიც გამოიწვევდა მომხმარებლების მაქსიმალურ ჩართულობას და გაზრდიდა ბრენდის ცნობადობას.
შედეგად სოციალურ მედიაში გავრცელდა ასი ათასობით კონტენტი ჰეშთეგით #starbucksunicornfrappuccino
კამპანიამ ნამდვილად გამოიწვია მომხმარებლების მაქსიმალური ჩართულობა და მნიშვნელოვნად გაიზარდა მაღაზიის გაყიდვები.
ეს კამპანია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სოციალური მედია კამპანიაა და ვფიქრობ ამის მიზეზი სწორედ მისი გამორჩეულობა, ინოვაციურობა, ფერადი და მხიარული განწყობაა, ასევე ტრენდული თემების სწორად გამოყენება და რაც მთავარია FOMO ეფექტის გამოყენება, ლიმიტირებულმა გამოშვება აიძულა მომხამრებლები გამოეცადათ ახალი პროდუქტი სანამ ვინმე დაასწრებდათ.
Unicorn Frappuccino გახდა ვირუსული და წარმატებული კამპანია მისი უნიკალურობის, შეზღუდული დროის, ტრენდულობისა და თვალსაჩინო სოცმედია აქტივობის წყალობით.
რა არის სოციალური მედია კამპანია?
სოციალური მედია კამპანია არის მარკეტინგული სტრატეგია, რომელიც იყენებს სოციალურ ქსელებს, როგორიცაა Facebook, Instagram, Twitter , Linkedin და სხვები, ბრენდის ცნობადობის ამაღლების, პროდუქტის პოპულარიზაციის, აუდიტორიის ჩართულობის გაზრდის და სხვა მარკეტინგული მიზნების მისაღწევად.
ციფრულ მარკეტინგში სოციალური მედია მარკეტინგი ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა, სწორედ სოცაილური მედია მარკეტინგი მოიცავს სოციალური მედია კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელევბას.
სოციალური მედია კამპანია მოიცავს კონტენტის შექმნას, გაზიარებასა და ურთიერთობას აუდიტორიასთან სოციალურ პლატფორმებზე.
რატომ არის მნიშვნელოვანი რეკლამა სოციალურ ქსელებში?
სოციალური მედია კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო:
- აუდიტორიის მიღწევა: სოციალური მედია გვაძლევს შესაძლებლობას მივწვდეთ დიდ აუდიტორიას მთელს მსოფლიოში და პირდაპირ დავუკავშირდეთ პოტენციურ მომხმარებლებს.
- ბრენდის ცნობადობა: სოციალურ ქსელებში აქტიურობით ვზრდით ბრენდის ხილვადობას და ვაძლიერებთ მის იმიჯს.
- მომხმარებლის ჩართულობა: სოციალური მედია სუდიტორიასთან ურთიერთობის საშუალებას გვაძლევს, ჩვენ მათგან ვიღებთ უკუკავშირს და ვრთავთ ბრენდის აქტივობებში.
- კონტენტის გავრცელება: სოციალური მედია კამპანიები ეხმარება კონტენტის გავრცელებას და მომხმარებლების მხრიდან მის გაზიარებას, რაც ზრდის მის მიღწევადობას.
- მარკეტინგული მიზნების მიღწევა: სწორად დაგეგმილი კამპანია შეიძლება დაგვეხმაროს გაყიდვების ზრდაში, ბრენდის ლოიალურობის ამაღლებასა და სხვა მარკეტინგულ მიზნებში.
როგორ შევქნათ წარმატებული სოციალური მედია კამპანია?
რეკლამის წარმატება სოციალურ მედიაში დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:
ვირუსული კონტენტის შექმნა: შექმენით ისეთი კონტენტი, რომელსაც მომხმარებლები გაავრცელებენ თავისი ნებით სოციალურ ქსელებში.
მომხმარებლების ჩართულობა: წარმატებული კამპანიები უზრუნველყოფენ მომხმარებლების ჩართულობას კონტენტის შექმნის, გაზიარებისა და განხილვის პროცესში, ეს აძლიერებს კავშირს ბრენდსა და მომხმარებლებს შორის, ამიტომ უზრუნველყავით მომხმარებლების მაქსიმალური ჩართულობა.
თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინება: თუ გინდა რომ შენი სოციალური მედია კამპანია წარმატებული იყოს მნიშვნელოვანი გაითვალისწინო თანამედროვე ტრენდები და ტენდენციები.
სოციალური მისია: სოციალურ მისიის შესრულება და სოციალური პასუხისმგებლობის აღება ბრენდს უფრო სანდოს და მომხმარებლებთან დაახლოებულს ხდის, ამიტომ კარგი იქნება თუ სოციალური მედია კამპანია დაყრდნობილი იქნება ისეთ თემებზე როგორიცაა გარემოს დაცვა, ქველმოქმედება ან საზოგადოებრივი საკითხები.
მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომა: მონაცემების გამოყენება პერსონალიზირებული კამპანიების დასაგეგმად საუკეთესო შესაძლებლობაა.
ბიუჯეტის ეფექტური გამოყენება: სოციალურ მედიაში რეკლამირების დროს მნიშვნელოვანია რესურსების სწორი განაწილება საუკეთესო შედეგის მისაღებად.
გააანალიზეთ და განაახლეთ სტრატეგია: მნიშვნელოვანია კამპანიის მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი, რათა გააუმჯობესო არსებული კამპანია ან შექმნა ბევრად უკეთესი.
მიზნობრივად დასახული აუდიტორია, შთამბეჭდავი კონტენტი და ეფექტური სტრატეგია არის გასაღები სოციალური მედიის წარმატებული სარეკლამო კამპანიისთვის. გამოიყენეთ ეს 10 სოციალური მედია კამპანია, შექმენი სრულიად ახალი, კრეატიული და ვირუსული რეკლამა.
და თუ გინდა სოციალური მედია მარკეტინგი ისწავლო, მაშინ ნოვატორის ციფრული მარკეტინგის კურსი შენთვის არის.