ციფრული მარკეტინგული სტრატეგია

რა არის ციფრული მარკეტინგული სტრატეგია?

თანამედროვე ციფრულ სამყაროში ბიზნესის წარმატებისთვის აუცილებელია ეფექტური ციფრული მარკეტინგული სტრატეგია.

ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის შედგენა ციფრული მარკეტინგის ნაწილია.

სტრატეგიას ქმნის გუნდი, რომელიც დაკომპლეტებულია სხვადასხვა ციფრული პროფესიების წარმომადგენლებით.

ეს სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ გამოვიყენებთ ციფრულ არხებს კომპანიის ბიზნეს მიზნების მისაღწევად.

რა არის ციფრული მარკეტინგული სტრატეგია?

ციფრული მარკეტინგული სტრატეგია წარმოადგენს მთლიანი ბიზნეს გეგმის ნაწილს, რომელიც აღწერს როგორ განხორციელდება ბიზნესის მიზნები ისეთი ციფრული არხების გამოყენებით, როგორიცაა ვებსაიტები, სოციალური მედია, ონლაინ რეკლამა და ა.შ.

კარგად შემუშავებული ციფრული სტრატეგია მოიცავს შემდეგ ელემენტებს:

  • სამიზნე აუდიტორიისა და რეგიონების განსაზღვრა
  • სათანადო ციფრული არხების შერჩევა
  • ძირითადი მესიჯების ჩამოყალიბება
  • ბიუჯეტის განსაზღვრა

სტრატეგია უნდა მოერგოს კომპანიის მთავარ მარკეტინგულ მიზნებს, როგორიცაა ახალი კლიენტების მოზიდვა, შემოსავლის ზრდა, ბრენდის ცნობადობის გაზრდა და სხვა.

მარკეტინგული სტრატეგიის მნიშვნელობა ბრენდისთვის

ვინ ქმნის ციფრულ მარკეტინგულ სტრატეგიას?

ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შექმნა და განხორციელება, ჩვეულებრივ, გუნდური მუშაობის პროცესია, რომელშიც ერთვება სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. ქვემოთ განვიხილავთ ძირითად როლებს:

ციფრული მარკეტინგის მენეჯერი – ის არის ციფრული სტრატეგიის ხელმძღვანელი, მისი როლია სტრატეგიის განსაზღვრა და მართვა მთლიანობაში.

იგი უზრუნველყოფს, რომ ყველა ტაქტიკა და გადაწყვეტილება შეესაბამებოდეს კომპანიის მიზნებს, მარკეტინგის დირექტორი აგრეთვე განსაზღვრავს ბიუჯეტებსა და რესურსების განაწილებას.

კონტენტ მარკეტოლოგი – ეს არის სპეციალისტი, რომელიც პასუხისმგებელია კონტენტ მარკეტინგის ტაქტიკების განხორციელებაზე.

იგი ქმნის კონტენტ სტრატეგიას, წერს კონტენტს და უზრუნველყოფს მის გავრცელებას სხვადასხვა არხებზე.

სეო | SEO სპეციალისტიSEO სპეციალისტი პასუხისმგებელია ვებგვერდისა და კონტენტის საძიებო სისტემებში ოპტიმიზაციაზე.

მისი მუშაობა მოიცავს კვლევებს, ტექნიკურ ოპტიმიზაციას, ბეკლინკების მოზიდვას და საძიებო ალგორითმების გათვალისწინებას.

სოციალური მედია მენეჯერი სოციალური მედია მენეჯერი პასუხისმგებელია კომპანიის სტრატეგიის განხორციელებაზე სოციალურ ქსელებზე.

იგი ამყარებს კავშირებს აუდიტორიასთან, მართავს კონტენტს, ახორციელებს რეკლამირებას და მუშაობს ინფლუენსერებთან.

PPC სპეციალისტი – PPC სპეციალისტი უზრუნველყოფს PPC რეკლამების კამპანიების წარმატებულ განხორციელებას Google, Facebook და სხვა პლატფორმებზე.

მათი როლია ოპტიმალური კამპანიების შექმნა, ბიდინგი, A/B ტესტები და ანალიზი.

ანალიტიკოსი – ანალიტიკოსი პასუხისმგებელია მონაცემებისა და შედეგების ანალიზზე.

მისი როლია სტრატეგიის ეფექტურობის გაზომვა, რეკომენდაციების შემუშავება და გუნდის სხვა წევრების რჩევა მონაცემების საფუძველზე.

გუნდის შემადგენლობა და სტრუქტურა დამოკიდებულია კომპანიის ზომაზე და საჭიროებებზე.

ზოგჯერ რამდენიმე როლს ერთი ადამიანი ასრულებს, ზოგჯერ კი დამატებითი სპეციალისტები უერთდებიან გუნდს.

უმნიშვნელოვანესია თანამშრომლობა და კომუნიკაცია გუნდის წევრებს შორის, რათა უზრუნველყოფილი იყოს  სტრატეგიის სწორი და ეფექტური განხორციელება ყველა ასპექტში.

ციფრული მარკეტერების საშუალო ანაზღაურება

როგორ უნდა განისაზღვროს სწორი სამიზნე აუდიტორია?

სამიზნე აუდიტორიის სწორად განსაზღვრა და მისი შერჩევა ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რომელსაც მოიცავს  ციფრული მარკეტინგული სტრატეგია.

იმისთვის, რომ სწორად შეარჩიოთ სამიწნე აუდიტორია, რამდენიმე მითიტება უნდა გაითვალისწინოთ:

  • დემოგრაფიული მახასიათებლები – ასაკი, სქესი, შემოსავალი, განათლება და ა.შ.
  • გეოგრაფიული განაწილება – ქვეყნები, რეგიონები, ქალაქები
  • ინტერესები და ჰობი – რა საქმიანობას ებმებიან მომხმარებლები
  • ყიდვის მოტივაცია და პრობლემები – რა პრობლემებს ხედავენ პროდუქტში/მომსახურებაში
  • ქცევები ონლაინ არხებზე – რომელ არხებზე არიან აქტიურები, როგორ მოიძიებენ პროდუქტს

სამიზნე აუდიტორიის დეტალური აღწერის შემდეგ შიქმნება “პერსონები” – ანუ ტიპური წარმომადგენლების დახასიათება.

სამიზნე აუდიტორიის მნიშვნელობა

როგორ უნდა შეირჩეს ციფრული არხები მარკეტინგული სტრატეგიისთვის?

ციფრული არხების შერჩევა შემდეგი ნაბიჯია, რომელსაც მოიცავს ციფრული მარკეტინგული სტრატეგია.

სამიზნე აუდიტორიის შერჩევის შემდეგ მნიშვნელოვანია ბიზნესმა იცოდეს საიდან შეიძლება დაუკავშირდეს ამ აუდიტორიას.

ციფრული არხების შესარჩევად რამდენიმე მითითება უნდა გაითვალისწინოთ:

  • თუ აუდიტორია ძირითადად მოზრდილია და ტრადიციულია, მათ შეიძლება დაუკავშირდე  SEO და ელფოსტის საშუალებით
  • თუ აუდიტორია ახალგაზრდაა, მათთან დაკავშირების საუკეთესო გზა იქნება სოციალური მედია, ინფლუენსერ მარკეტინგი და სხვა თანამედროვე არხების გამოყენება
  • PPC რეკლამა კარგი არჩევანია თითქმის ყველა აუდიტორიისთვის კონკრეტული პროდუქტების შეთავაზებისას

მთავარია შერჩეული ციფრული არხები ერგებოდნენ ბიზნესის მარკეტინგულ მიზნებს.

ციფრული არხების შერჩევა მარკეტინგული სტრატეგიისთვის

როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ძირითადი მესიჯები?

ძირითადი მესიჯები უნდა აკავშირებდეს ბრენდს სამიზნე აუდიტორიის საჭიროებებთან და ემსახურებოდეს უნიკალური ღირებულების შეთავაზებას.

მესიჯები უნდა იყოს:

  • კონსისტენტური და გამყარებული ბრენდის იდენტობაში
  • პერსონალიზებული სამიზნე აუდიტორიის მიხედვით
  • ემოციური და შთამბეჭდავი აუდიტორიისთვის
  • კონკრეტული და დამაჯერებელი უპირატესობების ხაზგასმით

მნიშვნელოვანია ერთი ძირითადი მესიჯი შეირჩეს ყველა არხისთვის, თუმცა დეტალური ჩამონათვალი და კუთხე შეიძლება შეიცვალოს კონკრეტული არხის მიხედვით.

მკაფიო მესიჯების განსაზღვრა სტრატეგიაში

როგორ უნდა განისაზღვროს ბიუჯეტი ციფრული მარკეტინგის სტრატეგიაში?

ბიუჯეტის განსაზღვრა ერთ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელსაც მოიცავს ციფრული მარკეტინგული სტრატეგია.

ბიუჯეტის განსაზღვრის დროს მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს ფინანსური და ადამიანური რესურსი, ასევე კომპანიის ზომა.

ბიუჯეტის განსაზღვრის დროს მნიშვნელოვანია რამდენიმე რჩევის გათვალისწინება:

  • გავყოთ ბიუჯეტი თითოეული არხის მიხედვით
  • განვსაზღვროთ კონკრეტული თანხები კონტენტის შექმნაზე, მარკეტინგზე, რეკლამაზე და სხვა.
  • შევაფასოთ ციფრული მარკეტინგისთვის საჭირო ადამიანური რესურსები
  • შევადგინოთ რეალისტური გეგმა დროის განრიგითა და ბიუჯეტით

ბიუჯეტის განსაზღვრის დროს განთვალისწინიებული უნდა იყოს როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი პერსპექტივები და ძირითადი მიზნები.

ბიუჯეტის განსაზღვრა მარკეტინგული სტრატეგიისთვის

ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის  ტაქტიკები

კომპანიისთვის მნიშვნელოვანია განხორციელდეს როგორც ციფრული მარკეტინგული სტრატეგია, ასევე ტაქტიკები.

სტრატეგია არის გრძელვადიანი გეგმა, ხოლო ტაქტიკები წარმოადგენს კონკრეტულ ქმედებებს ამ გეგმის განსახორციელებლად.

ტაქტიკები ფოკუსირდება მოკლევადიან მიზნებზე და ისინი უნდა შეიცვალოს სტრატეგიის შესაბამისად.

მაგალითად, თუ ჩვენი სტრატეგია არის ახალი მომხმარებლების მოზიდვა, ტაქტიკებში შეიძლება შევიდეს კონტენტ მარკეტინგი, სოციალური მედია მარკეტინგი, ინფლუენსერ მარკეტინგი და ა.შ.

გამორჩეული ტაქტიკები რომლებსაც იყენებენ კომპანიები:

ნაითერგეიტს – ამ საცხენოსნო სათამაშო კომპანიას აქვს აქტივობა TikTok-ზე, სადაც იყენებენ ვირუსულ ტრენდებსა და მემებს საკუთარი პროდუქტების პოპულარიზაციისთვის.

Red Bull – ეს კომპანია ასპონსორებს ექსტრემალურ სპორტისა და კულტურული ღონისძიებებს, რაც ამყარებს მათი ბრენდის იმიჯს როგორც აქტიურ და ენერგიულ ცხოვრების წესს.

Lego – ბავშვთა სათამაშოების ბრენდი წარმატებით იყენებს შეჯიბრებებსა და აქტივობებს სოცქსელებზე მომხმარებლების ჩართულობის გასაზრდელად, თამაშები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კონტენტია ჩართულობის წასახალისებლად.

ეფექტური ციფრული მარკეტინგული ტაქტიკები 2024

ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის მაგალითები

1. PPC რეკლამა (Pay-Per-Click) – ეს გულისხმობს რეკლამირებას Google, Facebook და სხვა პლატფორმებზე, სადაც კომპანიები იხდიან მაშინ როდესაც მომხმარებელი მათ რეკლამაზე დააკლიკავს. PPC სტრატეგიის მიზანია ბევრი გადამხდელუნარიანი ვიზიტორის მოზიდვა ვებგვერდზე მოკლე დროში. ეს სტრატეგია გამოიყენება გაყიდვების და კონვერსიების სტიმულირებისთვის. PPC რეკლამა საშუალებას გვაძლევს მივწვდეთ აქტიურ მომხმარებლებს მაშინ, როდესაც ისინი ეძებენ  პროდუქტს ან მომსახურებას.

PPC რეკლამის ბენეფიტი

2. SEO (საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია) -SEO სტრატეგია გულისხმობს ვებგვერდის, კონტენტისა და ონლაინ აქტივობების ოპტიმიზაციას იმისთვის, რომ მათ გააუმჯობესონ ხილვადობა საძიებო სისტემებში, როგორიცაა Google. SEO-ს მიზანია შემოიყვანოს გრძელვადიანი, უფასო ორგანული ტრაფიკი ვებგვერდზე. ეს მეტად ეფექტურია ბრენდის ცნობადობის ამაღლებისა და ნდობის მოპოვებისთვის. SEO განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონტენტის ტიპის ბიზნესებისთვის, როგორიცაა ინფორმაციული ვებსაიტები, ბლოგები და ა.შ.

SEO (საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია)

3. კონტენტ მარკეტინგი -კონტენტ მარკეტინგი არის სტრატეგია, რომელიც ეყრდნობა  ღირებული კონტენტის შექმნას აუდიტორიის მოზიდვისა და ჩართულობის გაზრდის მიზნით. ეს მოიცავს ბლოგების წერას, ვიდეოგადაღებას, ინფოგრაფიკებსა და გიდებს. კონტენტი უნდა იყოს საინფორმაციო, სასარგებლო და საინტერესო მომხმარებლისთვის. ეს ხელს უწყობს ნდობის გაჩენას და დადებითად მოქმედებს ბრენდის იმიჯზე. კომპანიები ირჩევენ კონტენტ მარკეტინგის სტრატეგიას მომხმარებლებთან მჭიდრო კავშირის დამყარებისათვის.

კონტენტ მარკეტინგი

4. ელექტრონული კომერცია -ეს სტრატეგია გულისხმობს პროდუქტების ონლაინ გაყიდვის პლატფორმების შექმნას, როგორიცაა საკუთარი ვებმაღაზია, ან არსებული პლატფორმების, როგორიცაა Amazon გამოყენებას. ონლაინ შოპინგის პოპულარობის ზრდასთან ერთად, E-commerce სტრატეგია აუცილებელი გახდა ახალ ბაზარზე შესვლისა და გაყიდვების გაზრდისთვის. იგი შესაძლებლობას აძლევს ბრენდებს ადვილად მიაწოდონ პროდუქტები გლობალურ აუდიტორიას, შეამცირონ ოპერაციული ხარჯები და გაზარდონ შემოსავლები.

E-Commerce (ელექტრონული კომერცია)

5. ელ-ფოსტის მარკეტინგი -სტრატეგია გულისხმობს პერსონალიზებული შეტყობინებების გაგზავნას  მომხმარებლებისთვის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. მიზანია პროდუქტების შეთავაზება, ახალი სიახლეების გაზიარება, კავშირების გაღრმავება და ბრენდთან ურთიერთობის შენარჩუნება. ელ-ფოსტის მარკეტინგის სტრატეგია გამოიყენება ლიდების წარმოქმნისა და მომხმარებლებთან კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად. .

E-mail მარკეტინგი

6. სოციალური მედია მარკეტინგი – ეს არის სტრატეგია, რომელიც მოიცავს სოციალურ ქსელებზე კონტენტის გამოქვეყნებას, რეკლამირებასა და აუდიტორიასთან ურთიერთობას. მისი მიზანია ბრენდის ცნობადობის გაზრდა, ერთგულების გაღრმავება და პოტენციური კლიენტების მოზიდვა. კომპანიები ირჩევენ სოციალური მედიის სტრატეგიას აუდიტორისათან კავშირის გასაძლიერებლად.

სოც მედია მარკეტინგი

თითოეული სტრატეგია შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა ტაქტიკას კონკრეტული მიზნების მისაღწევად.

როგორ შევქმნათ ეფექტური ციფრული მარკეტინგული სტრატეგია

ეფექტური ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შესაქმნელად აუცილებელია გავითვალისწინოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი:

  • სამიზნე აუდიტორიის გარკვევა – განვსაზღვროთ ვინ არიან ჩვენი მიზნობრივი მომხმარებლები. მათი დემოგრაფიული მახასიათებლები, ინტერესები, პრობლემები და ქცევები ონლაინ სივრცეში. შევქმნათ მომხმარებლის პერსონები.
  • კონკურენტული გარემოს ანალიზი – განვიხილოთ რას აკეთებენ კონკურენტები. რომელ არხებზე არიან წარმოდგენილნი, რა ბიუჯეტებით მუშაობენ და როგორ მესიჯებს აწვდიან აუდიტორიას. დავადგინოთ სად უნდა წარვმოვჩინოთ უპირატესობა.
  • ციფრული არხების შერჩევა – განვსაზღვროთ რომელ არხებზე უნდა ვიმუშაოთ და რა მიზნებს უნდა ემსახურებოდეს თითოეული არხი. ცნობადობის ამაღლებას, ბრენდინგს თუ კონვერსიებს?
  • კონტენტის გეგმის შექმნა –  უნდა შევქმნათ თანმიმდევრული გეგმა იმის შესახებ, თუ რა ტიპის კონტენტს შევქმნით თითოეული არხისთვის. ვიდეო, სტატიები, ინფოგრაფიკები, მიმოხილვები და ა.შ. კონტენტი უნდა იყოს ღირებული და საინტერესო აუდიტორიისთვის.
  • უნიკალური ღირებულების შეთავაზება –  რა განასხვავებს თქვენს ბრენდს კონკურენტებისგან და რა უნიკალურ ღირებულებას სთავაზობთ პოტენციურ მომხმარებლებს. ეს შეიძლება გამოიხატოს უკეთეს პროდუქტ/მომსახურებაში, ფასებში, გამოცდილებაში და ა.შ.
  • KPI-ების განსაზღვრა და ზომვა – თითოეული არხისთვის უნდა განვსაზღვროთ კონკრეტული KPI-ები, რომლებიც მიგვანიშნებს სტრატეგიის წარმატებაზე. ეს შეიძლება იყოს ვებ-გვერდზე ვიზიტორების რაოდენობა, კონვერსიის განაკვეთი, ბრენდის ცნობადობის მაჩვენებელი და სხვა. აუცილებელია კარგი საზომი სისტემის არსებობა ამ მონაცემების ზუსტად ასახვისთვის.
  • ბიუჯეტის განსაზღვრა – შევარჩიოთ თითოეული არხისთვის გონივრული დაფინანსება და განვსაზღვროთ ბიუჯეტი სხვადასხვა ტაქტიკებისთვის. როგორიცაა კონტენტის შექმნა, რეკლამა, ვებგვერდის მართვა და სხვა. გავითვალისწინოთ როგორც ფულადი და ადამიანური რესურსები.
  • განხორციელება და ოპტიმიზაცია – ბოლო  ნაბიჯია სტრატეგიის სწორად განხორციელება და რეგულარული ოპტიმიზაცია. საჭიროა გარკვეული ადაპტირება დროთა განმავლობაში შედეგებისა და შეცვლილი ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით. პერიოდული ანალიზი და გადახედვა გვეხმარება გარკვეული ასპექტების შეცვლასა და დახვეწაში სტრატეგიის უფრო ეფექტური გამხდარისთვის.

ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის ბენეფიტი

ზემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯები მოგვცემს საშუალებას შევქმნათ ციფრული მარკეტინგის გრძელვადიანი, დაბალანსებული და ეფექტური სტრატეგია  ბიზნესის მიზნებისა და რესურსების გათვალისწინებით.

ასევე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ სტრატეგია არ არის სტატიკური. მუდმივად უნდა ხდებოდეს მისი განახლება და გადახედვა საუკეთესო შედეგების მისაღწევად. ციფრული გარემო მუდმივად იცვლება და ჩვენც მასთან ერთად უნდა ვიცვალოთ ტაქტიკები და სტრატეგია.

სარჩევი

მოგვწერეთ

ჩვენ ვიყენებთ მზა-ჩანაწერების (Cookies) პოლიტიკას, რათა გავაუმჯობესოთ თქვენი ვებსაიტის მოხმარების გამოცდილება, გავაანალიზოთ ვიზიტორების ქცევა და შემოგთავაზოთ მორგებული სერვისები. დეტალური ინფორმაციის სანახავად იხილე მზა-ჩანაწერების (Cookies) პოლიტიკა

ციფრული მარკეტინგის კურსზე რეგისტრაცია

შეავსე ფორმა და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდება 

რობოტიკის კურსზე რეგისტრაცია

შეავსე ფორმა და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდება 

ციფრული დიზაინის კურსზე რეგისტრაცია

შეავსე ფორმა და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდება 

კომპიუტერული მეცნიერების კურსზე რეგისტრაცია

შეავსე ფორმა და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდება

ᲦᲘᲐ ᲙᲐᲠᲘᲡ ᲓᲦᲔ

ციფრული მარკეტინგის ღია კარის დღეზე დასასწრებლად შეავსე სარეგისტრაციო ფორმა.