ინტერიერის დიზაინი | რა არის ინტერიერის დიზაინი?

რა არის ინტერიერის დიზაინი?

ინტერიერის დიზაინი არის შენობის შიდა სივრცის ფუნქციური და ვიზუალური დაგეგმვა, დიზაინი და შექმნა. 

 

ინტერიერის დიზაინერი გვირჩევს, თუ როგორ გამოვიყენოთ სივრცე საუკეთესოდ მომხმარებლის გამოცდილებაზე დაყრდნობით. 

 

დიზაინერი ინტერიერს აფორმებს მასალებით, ავეჯით, განათებითა და დეკორით, მომხმარებლების მოთხოვნილებების, ცხოვრების სტილისა და ბიუჯეტის შესაბამისად.

 

ინტერიერის დიზაინი თუ ინტერიერის დეკორაცია?

 

ინტერიერის დიზაინი არის შენობის შიგნით ფუნქციური ოთახის შექმნა, რომელიც ითვალისწინებს სივრცის შიდა არქიტექტურას. 

 

ინტერიერის დეკორაცია კი ითვალისწინებს ფერის სქემას, დიზაინის სტილს და ტექსტურას. 

 

 

ინტერიერის დეკორატორი არჩევს ელეგანტურ ავეჯს და აქსესუარებს, როგორიცაა ფარდები და ხალიჩები.

 

ინტერიერის დიზაინერებისგან განსხვავებით, ინტერიერის დეკორატორს არ აქვს ფორმალური განათლება თავისი გამოცდილების სფეროში, ინტერიერის დიზაინერები კი სპეციალიზირებულნი არიან სივრცის დაგეგმარებაში და მჭიდროდ მუშაობენ არქიტექტორებთან, მათ აქვთ საექსპერტო ცოდნა სამშენებლო მასალების შესახებ და აანალიზებენ ადამიანის ქცევას. 

 

ინტერიერის დეკორატორი მუშაობს ოთახის გარეგნობის მცირე ცვლილებებზე, ხოლო პროფესიონალ ინტერიერის დიზაინერს შეუძლია კონსულტაციის გაწევა სტრუქტურული რემონტისთვის, როგორიცაა შეკვეთილი სამზარეულოები ან გარდერობის დიზაინი.

 

პროფესიონალ ინტერიერის დიზაინერად ჩამოსაყალიბებლად მნიშვნელოვანია გაიარო ინტერიერის დიზაინის კურსები.

 

სხვადასხვა ტიპის ინტერიერის დიზაინი

 

კომერციული ინტერიერის დიზაინი

 

კომერციული ინტერიერის დიზაინი გულისხმობს ბიზნესის, ორგანიზაციებისა და კომერციული დაწესებულებების ფუნქციური და ესთეტიურად სასიამოვნო სივრცის შექმნას. 

 

ძირითადი აქცენტი კეთდება სივრცის გამოყენების ოპტიმიზაციაზე კომერციული გარემოს სპეციფიკური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა ფუნქციონალობა, უსაფრთხოება, ეფექტურობა და ბრენდინგი.

 

 

კომერციული დიზაინის ტიპები:

 

  • ტურიზმის სფერო: რესტორნები, რომლებსაც აქვთ კარგი ინტერიერის დიზაინი და კარგად იყენებენ სივრცეს ზრდიან მომხმარებელთა რაოდენობას, ეს რა თქმა უნდა გავლენას ახდენს მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ზრდის შემოსავალს.

 

  • საცალო ვაჭრობის სფერო: საცალო ვაჭრობის შემთხვევაში, კომერციულმა ინტერიერის დიზაინმა შეიძლება აიძულოს პოტენციური მომხმარებლები შევიდნენ და მეტი დრო გაატარონ მაღაზიაში.

 

  • სპორტის სფერი: სპორტული ობიექტების ინტერიერის დიზაინი მეტად მოსახერხებელს და პროდუქტიულს ხდის სავარჯიშო გარემოს, საფეხბურთო სტადიონებსა და სავარჯიშო დარბაზებში გასახდელის განლაგება და შენობის არქიტექტურა ეხმარება სპორტსმენებსა და პერსონალს გამოცდილების გაუმჯობესებაში და ზრდის ლოიალური მომხმარებლების რაოდენობას. 

 

  • კოპროპატიული სფერო: ბიზნეს სივრცეები, რომლებსაც აქვთ მიმზიდველი და ფუნქციონალური ინტერიერის დიზაინი, ქმნიან კომფორტულ და საინტერესო გარემოს, რაც გავლენას ახდენს თანამშრომლების პროდუქტიულობაზე. 

 

საცხოვრებელი სახლის ინტერიერის დიზაინი

 

კერძო სახლებისა და რეზიდენციების ინტერიერის დიზაინი შეიძლება შეიქმნას პროფესიონალის ან სახლის მფლობელების მიერ.

 

ზოგიერთ მფლობელს ურჩევნია გამოიყენოს ინტერიერის დიზაინერის მომსახურება, რათა უზრუნველყოს სივრცის მაქსიმალურად პრაქტიკულად და ფუნქციურად დაგეგმვა,  ინტერიერის დიზაინერს კი შეუძლია დაეხმაროს სახლის მფლობელს დიზაინის არჩევანში, მას შეუძლია მთლიანი პროექტის მართვა. 

 

ღონისძიების ინტერიერის დიზაინი

 

ინტერიერის დიზაინს ხშირად იყენებენ ბიზნეს საგამოფენო სტენდებისთვის, რომლებიც შეესაბამება ბრენდის იმიჯს, ამ სფეროში ინტერიერის დიზაინის გამოყენების მიზანი  ვიზიტორების მოზიდვა და კონკურენტებისგან გამორჩევაა.

 

მუზეუმის ინტერიერის დიზაინი

 

მუზეუმი არის კრეატიული სასწავლო სივრცე, რომელიც შთააგონებს მნახველებს და უზრუნველყოფს უნიკალურ გამოცდილებას, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მისი დიზაინის სწორად დაგეგმვა რათა მნახველთათივის ყველაფერი მარტივად ხელშესახები და აღსაქმელი იყოს. 

 

ინტერიერის დიზაინი, პოპულარული სტილი

 

ტრადიციული ინტერიერის დიზაინი

 

 

ინტერიერის დიზაინის ტრადიციული სტილი ასევე ცნობილია როგორც old-school ევროპული სტილი.

 

ეს არის კლასიკური სტილი, რომელიც იყენებს უბრალო ფერის სქემებს, ტრადიციულ ხელნაკეთ ხის ავეჯს, ხის პანელებს.

 

თანამედროვე (modern) ინტერიერის დიზაინი

 

 

ინტერიერის დიზაინის თანამედროვე სტილი ცნობილია მდუმარე ფერის სქემების ან თამამი ფერის კონტრასტების, ბუნებრივი ზედაპირებისა და მასალების გამოყენებით, მათ შორის ხის, მინის და ფოლადის. 

 

მას აქვს მარტივი, დახვეწილი და მინიმალური დიზაინი მხოლოდ აუცილებელი ავეჯით, ეს სტილი გამოირჩევა ღია ფერის იატაკის დიზაინით, გეომეტრიული ფორმებით და ასიმეტრიული დიზაინით.

 

სამრეწველო ინტერიერის დიზაინი

 

სამრეწველო დიზაინის სტილი განისაზღვრება ღია ზედაპირების გამოყენებით, როგორც rustic მახასიათებლები, როგორიცაა აგური, ბეტონი და მილები, ეს აძლევს მას დაუმთავრებელ, დაუმუშავებელ იერს. 

 

სამრეწველო ინტერიერის დიზაინში იყენებენ სხვადასხვა სივრცით კონცეფციებს, მაღალი ჭერი, ლითონის მოწყობილობები და ნეიტრალური ფერის სქემები. 

 

თანამედროვე (contemporary) ინტერიერის დიზაინი

 

 

ინტერიერის დიზაინის ეს სტილი გამოირჩევა ბუნებრივი განათებით, ღია სივრცეებით, ბუნებრივი და ტექსტურირებული ქსოვილებით, ხის ღია და მუქი ტონებით, ნეიტრალური ფერებითა და მეტალის აქცენტებით.

 

მინიმალისტური ინტერიერის დიზაინი

 

 

მინიმალისტურ დიზაინში გამოიყენება მინიმალური ავეჯი, მოწყობილობები და აქსესუარები, ამ სტილს ახასიათებს ახალი, სუფთა, მარტივი, უპრობლემო დიზაინი სუფთა ხაზებითა და კიდეებით, ამ დიზაინის სტილში არ არის გამოყენებული ცოცხალი ნიმუშები ან ფერები.

 

საზღვაო ინტერიერის დიზაინი

 

 

ამ სტილს აქვს თბილი და დამამშვიდებელი დიზაინი, ის ასოცირდება დასვენებასთან და მოგზაურობასთან, ინტერიერის დიზაინის ეს სტილი იყენებს ბუნებრივ ხეს დაუმთავრებელ ფორმაში და სანაპირო დეკორაციაში, როგორიცაა დრიფტვუდი თეთრი, ლურჯი და ქვიშის ფერები.

 

ხშირად გამოყენებული მასალების მაგალითებია ზღვის ჭურვები, ჯუთის თოკები და სანავიგაციო რუქები.

 

აფრიკული ინტერიერის დიზაინი

 

 

აფრიკული ინტერიერის დიზაინი შედგება მიწიერი და ცოცხალი ფერებისაგან მუქი და ნათელი ჩრდილებით, საერთო ფერის სქემებში შედის ტერაკოტა, მიწიერი ყავისფერი, ოქროსფერი და დამწვარი ნარინჯისფერი, ლურჯი და მწვანე ან მეწამული და ვარდისფერი. 

 

აფრიკულ ინტერიერში ხშირად გამოიყენება ტრადიციული ნაქსოვი, ნაბეჭდი ან შეღებილი ქსოვილები, ბუნებრივი მასალები, სიზალი და ხე.

 

როგორ უნდა მოემზადო ინტერიერის დიზაინის ახალი პროექტის დასაწყებად?

 

  • აირჩიე დიზაინის კონცეფცია: შექმენი mood bord, ის დაგეხმარება განსაზღვრო შენთვის საინტერესო კონცეფციები და აირჩიო მათგან საუკეთესო.

 

  • შეარჩიე სტილი: შექმენი ონლაინ დაფა Pinterest-ზე, აარჩიე ფერები, ნიმუშები და ტექსტურები.

 

  • აირჩიე განწყობა ოთახისთვის: თუ გადაწყვეტ გამოიყენოთ ნათელი ფერები და თბილი მასალები, მაშინ ოთახი უფრო მიმზიდველი იქნება, რაც შესაფერისია მისაღები ან სამზარეულოსთვის, მუქი ფერები, როგორც წესი, უფრო შესაფერისია წყნარ და კერძო სივრცეებისთვის.

 

როგორ უნდა შეარჩიო სწორი მასალები პროექტისთვის?

 

თქვენ მიერ არჩეული მასალები უნდა შეესაბამებოდეს განწყობის ტიპს, რომლის შექმნაც გსურთ და ოთახის ფუნქციას.

 

მაგალითად, მყარ ზედაპირებს ექნებათ განსხვავებული აკუსტიკური ეფექტი ხალიჩის მქონე ოთახთან შედარებით, მასალები უნდა შეესაბამებოდეს კლიენტის ფერთა სქემას, მის ცხოვრების წესს და ოთახის მოთხოვნებს, თუ სახლში უნდა იყონ ბავშვები ან შინაური ცხოველები, აუცილებელია გაითვალისწინოთ და შეარჩიოთ გამძლე, ადვილად გასაწმენდი მასალები.

 

მასალის მაგალითები, რომლებიც შეიძლება განიხილოთ:

 

ხე – მრავალმხრივი და ხელმისაწვდომი მასალა, რომელიც გამოიყენება იატაკის, ჭერის სხივებისა და დეკორატიული კედლებისთვის.

 

გრანიტი – გამძლე მასალა, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება სამზარეულოს სამუშაო ზედაპირებისთვის.

 

სპილენძი – ძვირადღირებული მასალა, რომელიც ზომიერად გამოიყენება.

 

ფილები კერამიკული ფილები პოპულარულია აბაზანისა და სამზარეულოს დიზაინში. 

 

განახლებადი მასალები – ეკოლოგიურად სუფთა ბუნებრივი მასალები, როგორიცაა ბამბუკი, კანაფი, გადამუშავებული მინა, კორკი და ხელახალი ხე.

 

სინთეტიკური – ვინილი და ლამინატი არის ხის ან ფილების უფრო იაფი ალტერნატივა, მაგალითად, იატაკისა და კედლის საფარისთვის.

 

ქსოვილები – სხვადასხვა ქსოვილები შეიძლება გამოყენებულ იქნას ოთახის დიზაინის დასაკავშირებლად, კომფორტის, ფერის, ნიმუშისა და ტექსტურის დასამატებლად.

 

კარიერა ინტერიერის დიზაინში

 

 

თუ მოგწონს საკუთარი სახლის გაფორმება და ეძებთ კარიერულ ცვლილებას, ინტერიერის დიზაინი შესანიშნავი არჩევანია? 

 

გაიგეთ, რა არის საჭირო იმისათვის, რომ გახდე წარმატებული ინტერიერის დიზაინერი და რა უნდა იცოდე წინასწარ.

 

  • შეაფასე შენი მონდომება: ინტერიერის დიზაინერს უნდა ჰქონდეს ბუნებრივი უნარი გარემოს შეფასების, შეეძლოს სწორი ფერების შერჩევა და იცოდეს როგორ მოაწყოს სივრცე, ინტერიერის დიზაინერს უნდა სიამოვნებდეს სახლის მოწყობა და არ უნდა ეშინოდეს ექსპერიმენტების ჩატარების. 

 

  • მიიღე თეორიული ცოდნა: მნიშვნელოვანია ინტერიერის დიზაინერს ჰქონდეს ფორმალური განათლება, რადგან მას კვალიფიცირებულ არქიტექტორებთან ერთად უწევს მუშაობა, ინტერიერის დიზაინერები, როგორც წესი, იღებენ ბაკალავრის ხარისხს ისეთ საგნებში, როგორიცაა არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი ან გადიან ინტერიერის დიზაინის კურსებს.

 

  • ივარჯიშე რაც შეიძლება ბევრი: გამოცდილების მიღების საუკეთესო გზა შესაფერისი სტაჟირების პოვნაა, ასევე, რამდენიმე მცირე პროექტების განხორციელება მეგობრებისა და ოჯახისთვის დაგეხმარებათ თქვენი პორტფოლიოს გაუმჯობესებაში.

სარჩევი

მოგვწერეთ

ციფრული მარკეტინგის კურსზე რეგისტრაცია

შეავსე ფორმა და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდება 

რობოტიკის კურსზე რეგისტრაცია

შეავსე ფორმა და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდება 

ციფრული დიზაინის კურსზე რეგისტრაცია

შეავსე ფორმა და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდება 

კომპიუტერული მეცნიერების კურსზე რეგისტრაცია

შეავსე ფორმა და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდება

ᲦᲘᲐ ᲙᲐᲠᲘᲡ ᲓᲦᲔ

ციფრული მარკეტინგის ღია კარის დღეზე დასასწრებლად შეავსე სარეგისტრაციო ფორმა.