ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი ადამიანს? ალბათ ეს კითხვა მთელი კაცობრიობისთვის დღემდე პასუხგაუცემელი რჩება, თუმცა ფაქტი ერთია- ხელოვნური ინტელექტი დღითი დღე ვითარდება და ციფრულ სამყაროს მეტად საინტერესოს ხდის.
ახლა კი ხელოვნური ინტელექტის განვითარების ახლებურ გზას ერთად გავყვეთ.
“ყოველთვის გვსურდა უნივერსალური აგენტის შექმნა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოგვადგებოდა”, – ამბობს ჰასაბისმა. “სწორედ ამიტომ შევქმენით მულტიმოდალური Gemini დასაწყისიდანვე”.
მოდი გავიგოთ, შეასრულა თუ არა Google-მა თავისი ჩანაფიქრი
Project Astra
Google Astra-ს აგენტს შეუძლია დაინახოს და გაიგოს შენი ქმედებები. ის იგებს და ხედავს იმ კონტექსტს, რომელშიც იმყოფები და შენთვის საინტერესო კითხვაზე პასუხს სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით გაწვდის.
ამ პროცესს უზრუნველყოფს Gemini-ს გრძელი კონტექსტის ფანჯარა , რომელიც აგენტს მასობრივი ინფორმაციის დამახსოვრების საშუალებას აძლევს.
მულტიმოდალურობის დამსახურებით მას ნებისმიერ საკითხზე ამომწურავი ინფორმაციის მოწოდება შეუძლია. ამასთანავე, მას შენი კომპიუტერის ფაილებსა და კალენდარზე აქვს წვდომა.
იმის მიუხედავად, რომ ეს პროექტი პროტოტიპის ეტაპზეა, Google- მა საზოგადოებას გაუზიარა ვიდეო, სადაც ქალბატონი ლონდონის ერთ-ერთ ოფისში დადის და ვიდეოს საშუალებით აფიქსირებს გარემოს, რომ შემდეგაც მისთვის საინტერესო კითხვებს ხელოვნურ ინტელექტს უსვამს დაესვას.
მან Gemini-ს ჰკითხა, თუ ოფისში არსებული რომელი ნივთი გამოსცემდა ხმას, საპასუხოდ Gemini-ს აგენტმა დინამიკზე მიუთითა.
ხოლო კითხვაზე, თუ სად იდო ქალის სათვალე, აგენტმა ის სათვალე აჩვენა, რომელიც ქალმა მაგიდაზე, წითელი ვაშლის გვერდზე დადო, ანუ ხელოვნურმა ინტელექტმა მანამდე ნანახი გარემოს აღქმა და დამახსოვრება შეძლო.
Veo Generative AI Video Model
შენი იდეების და წარმოდგენების გასაცოცხლებლად საუკეთესო საშუალებაა. ის ტექსტის, ფოტოს ან ვიდეოს მიხედვით ქმნის მაღალი ხარისხის 1080 p ვიდეოებს 10-ჯერ და 100-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე აქამდე.
აღბეჭდავს დეტალებს შენი ინსტრუქციების მიხედვით სხვადასხვა ვიზუალურ და კინომატოგრაფიულ სტილში.
შეგიძლია რეალობად აქციო ის ლამაზი პეიზაჟი, რომელიც აქამდე მხოლოდ გონებაში გქონდა წარმოდგენილი და დაარედაქტირო ვიდეოები დამატებითი მოთხოვნების გამოყენებით, რაშიც Video FX დაგეხმარება.
Trilium CPU
TPU-ების (Tensor Processing Unit – გუგლის შექმნილი სპეციალიზებული პროცესორი მანქანური სწავლებისთვის) მეექვსე თაობა, რომელსაც ეწოდება “ტრილიონი ტრილიუმი”.
ახალი თაობა უზრუნველყოფს 4.7-ჯერ გაუმჯობესებულ გამოთვლით მწარმოებლურობას ჩიპზე წინა თაობასთან შედარებით.
Google ამ ახალ ტრილიუმ TPU-ებს ხელმისაწვდომს გახდის 2024 წლის ბოლოს თავისი Cloud მომხმარებლებისთვის.
გარდა TPU-ებისა, Google სთავაზობს CPU-ებსა და GPU-ებსაც ნებისმიერი დატვირთვის მხარდასაჭერად, მათ შორის ახალი Axion-ის პროცესორების ჩათვლით.
Gemini AI Google Search
ხელოვნური ინტელექტი Gemini ციფრული სამყაროს უკეთ შეცნობაში დაგეხმარება.
შენ შეგიძლია შეარჩიო ძველებური სტილის რესტორანი ან კაფე ან ისეთი ადგილი, სადაც გარე სივრცეში მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად დროის გატარებას შეძლებ.
ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით ხელოვნური ინტელექტი სწორედ ასეთი ადგილების აღმოჩენაში დაგეხმარება.
ანალოგიურად, ის გეხმარება შენი ინტერესების შესაბამისი მუსიკის, წიგნის, ფილმის ან თუნდაც სასტუმროს შერჩევაში.
ალბათ ფიქრობ, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა შენი ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილა, მაგრამ განაგრძე კითხვა
Gemini AI Video Search
შენ შეგიძლია ისიც კი გაიგო, რატომ აღარ უკრავს შენი საყვარელი საკრავი ინსტრუმენტი. ამისთვის საჭიროა Google Search Video-ს ვიდეოს ანახო შენი საკრავი ინსტუმენტის ვიდეო.
ის კი დაგიწერს სავარაუდო მიზეზებს, თუ რატომ ვეღარ გამოსცემს ის შენი საყვარელი მუსიკალური ინსტუმენტი იმ ჰანგებს, რომლითაც აქამდე ტკბებოდი
Gemini AI ‘Live’ Voice Chat
ხელოვნური ინტელექტი შენს ხმასაც გაიგებს! ის შენთვის საინტერესო კითხვაზე live რეჟიმში გაგცემს ბუნებრივ და ამომწურავ პასუხს. ეს ყველაფერი არ არის!
შეგიძლია Gemini-ს აპლიკაციაში live chat-ში ჩართო კამერა და დაანახო Gemini-ს ის, რასაც შენ ხედავ. ის კი შენს კითხვებს რეალურ დროში, ძალიან სწრაფად უპასუხებს
Gemini AI Gems
Google-მა იზრუნა, რომ შეექმნა ისეთი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც მაქსიმალურად შენს ინტერესებს იქნებოდა მორგებული და მიგეღო საჭირო ინფორმაცია სწორად, სწრაფად და ინდივიდუალურად.
Gems-ის გააქტიურება ძალიან მარტივია- დაწერ შენს ინსტრუქციას და დაუბრუნდები მაშინ, როცა პასუხი დაგჭირდება
Android 15 AI Powered Search
Gemini შენი AI ასისტენტი დაგეხმარება, რომელიც დაგეხმარება ნებისმიერ დროს დაგეხმარება. ფოტოს დახმარებით, შეგარჩევინებს შენი ოთახისთვის სასურველ სანათს, გეტყვის, თუ სად შეგიძლია შეიძინო ეს ნივთი და რომელ მაღაზიაში.
გაგიკვირდება, მაგრამ ის ფიზიკის დავალებასაც კი ამოგხსნის. ამისთვის საჭიროა მიაწოდო დავალების ინსტრუქცია და ის საფეხურეობრივად, დაწვრილებით ამოგიხსნის ფიზიკის ამოცანას
Gemini AI Context Aware
თუ შენი მეგობარი ტენისის სათამაშოდ გეპატიჟება და შენ არც ისე კარგად გამოგდის ტენისის თამაში, შეგიძლია შენს მეგობარს გაეხუმრო და მისწერო- ,,ტენისის თამაში კიტრის მწნილით?’’
ამავდროულად, ხელოვნურ ინტელექტს დააგენერირებინო ფოტო, რომელიც ასახავს ტენისის თამაშს კიტრის მწნილით და პირდაპირ შენს მეგობარს გაუგზავნო.
ის ტენისის წესების უკეთ გაგებაშიც დაგეხმარება. მაგალითად, შეგიძლია Youtube-ზე შეარჩიო ტენისის თამაშის ვიდეო და სთხოვო Gemini-ს წესების ახსნა
ასევე ატვირთო PDF ფაილიც და ის ზედმიწევნით აგიხსნის ტენისის თამაშის წესებს და იქნებ შენს მეგობარსაც კი აჯობო ამ თამაშში?!
Android 15 with Gemini Nano with Multimodality
რამდენჯერ ვახსენეთ ამ ტექსტში ხელოვნური ინტელექტი?
ამის გაგებასაც შეძლებ.
აუტვირთე ეს ტექსტი Gemini-ს და ჰკითხე, რამდენჯერ ვახსენეთ ბლოგში სიტყვა ,,ხელოვნური ინტელექტი’’, ის კი შენს ნაცვლად დაითვლის ამ სიტყვის რაოდენობას.
ბლოგის ბოლოს კი გაგახარებ და გეტყვი, რომ ქართულადაც ხელმისაწვდომია, თუმცა ფასიანია.