ტექნოლოგიური გიგანტები ერთ დღეში არ შექმნილან, წარმატებული სტარტაპები დიდ გზას გადიან საბოლოოდ ჩამოყალიბებამდე.
სხვა ბიზნესების მსგავსად, მათაც მცირე ზომის კომპანიებიდან დაიწყეს და შემდეგ ნელ-ნელა გაიზარდნენ, გაფართოვდნენ და საბოლოოდ მსოფლიო მასშტაბის კორპორაციებად ჩამოყალიბდნენ.
სამწუხაროდ, ყოველი წარმატებული კომპანიის გვერდით არსებობს ბევრი მსგავსი ორგანიზაცია, რომლებმაც წარმატებას ვერ მიაღწიეს და ისტორიის ფურცლებზე მხოლოდ წარუმატებელ მცდელობად დარჩნენ.
რა თქმა უნდა, ამგვარი წარმატების მიღწევა მხოლოდ იღბლის დამსახურება არ არის, კომპანიის დამფუძნებლებს უწევთ მთელი თავიანთი შესაძლებლობების მობილიზება და მათი გადაჭარბებით მუშაობაც კი.
ეს ხშირად გულისხმობს უძილო ღამეებს, 24/7 რეჟიმში მუშაობას, ხოლო სტუდენტი მეწარმეების შემთხვევაში სხვებისთვის უნივერსიტეტში გასაკეთებელი სამუშაოების მოვალეობების გადაბარებასაც, რათა ბიზნესის განვითარებისთვის მეტი დრო დარჩეთ.
ვინც საბოლოოდ წარმატებას მიაღწია, მათთვის საკუთარი საქმიანობა ცხოვრების მთავარ პრიორიტეტად იქცა და ამ პრინციპით გააგრძელა ხელმძღვანელობა.
ქვემოთ მოყვანილია რვა კომპანიის ისტორია, რომლებიც ალბათ ნაცნობი და საყვარელია.
ამ სტარტაპებმა დაბალი საფეხურიდან დაიწყეს მოღვაწეობა და ეტაპობრივად მიაღწიეს მწვერვალებს.
ტექნოლოგიური გიგანტები
Apple -ის წარმატებული სტარტაპები
მართალია, Apple არ დაარსებულა ფარეხში, მაგრამ კომპანიის ნაწილი სწორედ იქ ფუნქციონირებდა საწყის ეტაპზე, რადგან სტივ ჯობსის მშობლების სახლის საძინებელი უკვე გადატვირთული აღმოჩნდა.
თუმცა ეს არ არის ერთადერთი სიმბოლური ნიშანი იმისა, რომ ჯობსი, სტივ ვოზნიაკი და რონალდ ვეინი მართლაც ყველაზე ქვედა საფეხურებიდან იწყებდნენ.
უპირველეს ყოვლისა, თავიანთი პირველი პროდუქტის Apple I-ის საწარმოებლად საჭირო თანხის მოსაგროვებლად, ჯობსს მოუხდა თავისი ერთადერთი სატრანსპორტო საშუალების – ფოლკსვაგენის მიკროავტობუსის გაყიდვა.
ვოზნიაკმაც იგივე გააკეთა და HP-65 კალკულატორი აქცია ფულად.
ახლა კი, 40 წელზე მეტი ხნის შემდეგ, შეხედეთ Apple-ს, ეს არის #1 ტექნოლოგიური კომპანია მთელს მსოფლიოში შემოსავლის მიხედვით.
2021 წელს მან 274.5 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, Apple მომხმარებლებს ემსახურება ყველგან დედამიწის ზურგზე, გარდა მხოლოდ 5 ქვეყნისა: სირიის, ჩრდილოეთ კორეის, სუდანის, კუბისა და რუსეთის.
Meta -ს წარმატებული სტრატაპები
ალბათ უკვე იცით, რომ Facebook-ი მილიარდობით ადამიანს აერთიანებს მთელ მსოფლიოში.
ეს ისტორია იმდენად გახმაურებული იყო, რომ კინოფილმიც კი გადაიღეს – “სოციალური ქსელი“.
მარკ ცუკერბერგის ტრანსფორმაცია ჩვეულებრივი სტუდენტიდან ტექნოლოგიური გიგანტის აღმასრულებელ დირექტორამდე ათასობით დამწყები მეწარმის შთაგონების წყარო გახდა.
რაც შეიძლება არ იცოდეთ, ეს არის ის, რომ ცუკერბერგის პირველმა იდეამ Facemash-მა მას დიდი პრობლემები შეუქმნა.
ეს პროექტი დახურა ჰარვარდის უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მხოლოდ რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ის ინტერნეტში განთავსდა, მათ ცუკერბერგის წინააღმდეგ საჩივარიც კი აღძრეს, რომელიც მოგვიანებით გაუქმდა.
ცუკერბერგის მეორე ცდა გაცილებით უფრო წარმატებული აღმოჩნდა. თავდაპირველად მხოლოდ სტუდენტებისთვის შექმნილმა სოციალურმა ქსელმა ორ წელიწადში მსოფლიოს მასშტაბით 6 მილიონი მომხმარებელი მოიზიდა.
ახლა კი Facebook-ს წარდგენა აღარ სჭირდება.
Shutterstock -წარმატებული სტრატაპები
Shutterstock-ის შესახებ შესაძლოა პირდაპირ არ გსმენიათ, მაგრამ ინტერნეტში აუცილებლად შეგხვედრიათ ფოტოები, ვიდეოები და ილუსტრაციები, რომლებიც სწორედ მათ პლატფორმაზეა შეძენილი.
Shutterstock არის ადგილი, სადაც მსოფლიოს ყველა კუთხის კომპანიები მოიპოვებენ გრაფიკულ მასალას საკუთარი რეკლამების, ვებგვერდებისა და სოციალური მედიის პოსტებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ეს კომპანია 2020 წელს 667 მილიონი დოლარის შემოსავალს ითვლიდა, მისი ისტორია სულაც არ არის ისეთი ეპიკური, როგორიც შეიძლება წარმოგიდგენიათ.
თავდაპირველი ვებსაიტი იყო ონლაინ მარკეტი, რომელიც ჯონ ორინგერმა საკუთარი 30,000 ფოტოსგან შემდგარი პირადი კოლექციის საფუძველზე შექმნა.
ეს იდეა ძალიან პოპულარული აღმოჩნდა, ძალიან მალე ფოტოებზე მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ ორინგერის კოლექცია ვეღარ უმკლავდებოდა ამას, ამიტომ მან გადაწყვიტა მეტი კონტრიბუტორი მოეძებნა და სწორედ აქ დაიბადა Shutterstock, ერთ-ერთი წარმატებული სტარტაპებიდან.
Google -წარმატებული სტარტაპები
დიდი ალბათობით ყოველდღიურ საუბარში ინფორმაციის ძიებაზე სწორედ “გუგლვას” ამბობთ და არა “ინტერნეტში ძებნას”.
წარმატებული სტარტაპები სწორედ ამ შედეგამდე მისვლას ცდილობდნენ.
ეს არის უდიდესი მიღწევა ნებისმიერი კომპანიისთვის და Google-მა ამას ჯერ კიდევ წლების წინ მიაღწია.
მაგრამ კომპანიის დასაწყისი სულაც არ იყო ისეთი ბრწყინვალე, როგორც შესაძლოა უკვე იცით, Google ორი სტენფორდელი დოქტორანტი სტუდენტის – ლარი ფეიჯისა და სერგეი ბრინის შემოქმედებაა.
“რაც კვლევის პროექტად დაიწყო, სულ მალე “ვების მომავლად” იქცა”
1999 წელს ფეიჯი და ბრინი ცდილობდნენ თავიანთი პროდუქტის მიყიდვას Excite-ისთვის, რომელიც იმ დროს წამყვანი ვებპორტალი იყო.
თავდაპირველი შეთავაზება იყო 1 მილიონი დოლარი, თუმცა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, როცა ფასი 750,000 დოლარამდე ჩამოიწია, Excite-ის გენერალურმა დირექტორმა ხელმეორედაც უარით გაისტუმრა ეს წინადადება.
ალბათ ახლა ძალიან ნანობს ამას, შეადარეთ, სად არის Google დღეს და რამდენმა ადამიანმა იცის საერთოდ Excite-ის შესახებ!
Grammarly -წარმატებული სტარტაპები
თუ ოდესმე მოგიწიათ ინგლისურ ენაზე იმეილის, ესეს თუ სხვა ტექსტების წერა, მაშინ აუცილებლად იცით, როგორი სახიფათო შეიძლება იყოს კლავიატურული შეცდომები და რამდენად ხშირად ხდება ისინი.
Grammarly-ის დამფუძნებლების – ალექს შევჩენკოს, მაქს ლიტვინისა და დმიტრო ლიდერის საწყისი მიზანი სულაც არ იყო ასეთი პროდუქტის შექმნა.
მათი თავდაპირველი იდეა იყო პროგრამის შემუშავება უნივერსიტეტებისთვის – ის ლექტორებს დაეხმარებოდა სტუდენტებისთვის ინგლისური ენის სწავლებაში.
თუმცა იდეამ ფართო გავრცელება ვერ ჰპოვა: გაყიდვები შედგა, მაგრამ ძალიან ნელა იზრდებოდა, უნივერსიტეტებს წლიური გამოწერის საფასური ერთჯერადად უნდა გადაეხადათ, ხოლო მათი რაოდენობა ბიზნესის მასშტაბირებისთვის საკმარისი არ იყო.
ამის გამო, Grammarly-ს გუნდმა გადაწყვიტა პროდუქტი გადაეკეთებინა და ის პირდაპირ საბოლოო მომხმარებლებისთვის მიეწოდებინა, ეს სვლა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა.
დღეისათვის Grammarly-ით ყოველდღიურად 30 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
Hewlett-Packard (HP) -წარმატებული სტარტაპები
ეს არის კიდევ ერთი ტექგიგანტი, რომლის ფესვებიც ამჯერად პალო ალტოს ერთ-ერთ ფარეხში იმალება.
1935 წელს სტენფორდის ორმა კურსდამთავრებულმა – ბილ ჰიულეტიმ და დევიდ პაკარდიმ დააფუძნეს, ხოლო მათი საწყისი კაპიტალი იყო მხოლოდ 538 დოლარი (დღევანდელი კურსით დაახლოებით 10,000 დოლარი).
HP, რომელიც დღეს ცნობილია თავისი პრინტერებით, ლეპტოპებითა და მონიტორებით, საქმიანობას აუდიო ოსცილატორების გაყიდვით იწყებდა.
მოგება თავიდან საკმაოდ მცირე იყო, მაგრამ გაყიდვები სტაბილურად იზრდებოდა და 1951 წლისთვის 5.5 მილიონ დოლარს მიაღწია.
დღესდღეობით HP არის საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც S&P 500 ინდექსშიც კი შედის.
2021 წელს მისმა გლობალურმა შემოსავალმა 63.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო წმინდა მოგებამ 6.5 მილიარდი დოლარი.
Dell -წარმატებული სტარტაპები
Dell-ის იდეა იმ პერიოდისთვის რევოლუციური და უჩვეულო იყო – კომპიუტერების პირდაპირ მომხმარებლებისთვის მიყიდვა, შუამავალი რგოლების გარეშე.
თავდაპირველად PCs Limited-ის სახელით ცნობილ ამ კომპანიას ოფისი მაიკლ დელის საუნივერსიტეტო საერთო საცხოვრებელში ჰქონდა გარკვეული დროის განმავლობაში.
ამ პერიოდში დელმა შეძლო 50,000-დან 80,000 დოლარამდე ღირებულების კომპონენტების გაყიდვა.
იმ დროს მაიკლ დელი მხოლოდ პირველკურსელი სტუდენტი იყო მედიცინის მოსამზადებელ ფაკულტეტზე, მაგრამ როგორც ჩანს, მისი რეალური ინტერესები სულაც არ იყო დაკავშირებული მედიცინასთან, ამიტომაც მან მიატოვა უნივერსიტეტი – მისთვის ბიზნესი გახდა უპირველესი პრიორიტეტი.
დღეს, თითქმის 40 წლის შემდეგ, Dell-ის შემოსავალმა 2021 წელს 94 მილიარდ დოლარს მიაღწია, ის მრავალჯერ მოხვდა Fortune 500-ის სიაში და არის ერთ-ერთი ის მწარმოებელი, რომლის სახელსაც ადვილად გაიხსენებთ ნებისმიერ დროს.
Shopify -წარმატებული სტარტაპები
Shopify-ის მისიაა ძალიან მარტივი გახადოს ინტერნეტში მაღაზიის გახსნა ნებისმიერი ადამიანისთვის.
ამ პლატფორმას, რომელიც ტობიას ლუტკემ და სკოტ ლეიკიმ დააფუძნეს, დღეისათვის მსოფლიო მასშტაბით 1.7 მილიონი ბიზნესი იყენებს.
ეს იდეა მათ მაშინ გაუჩნდათ, როდესაც თვითონ ცდილობდნენ ონლაინ მაღაზიის შექმნას სნოუბორდების აღჭურვილობის გასაყიდად, ისინი ეძებდნენ მზა ელექტრონული კომერციის გადაწყვეტას, თუმცა ბაზარზე არსებული არცერთი პროდუქტი სრულად არ აკმაყოფილებდა მათ მოთხოვნებს.
ამიტომ ლუტკემ გადაწყვიტა საკუთარი პროგრამა შეექმნა ამისთვის.
Shopify-ის პირველი ვერსიის დასრულებას მხოლოდ ორი თვე დასჭირდა, დღეს კი Shopify კანადის ერთ-ერთი უმსხვილესი საჯარო კომპანიაა, რომლის შემოსავალმა 2021 წელს 4.61 მილიარდ დოლარს მიაღწია.
ყველა ზემოთ აღწერილი ისტორია ადასტურებს ერთ მნიშვნელოვან ფაქტს:
“არ არსებობს ჯადოსნური ფორმულა ან მარტივი გზა წარმატების მისაღწევად. “
ზოგიერთი თავდაპირველი იდეა მარცხდება და საჭიროებს მოდიფიცირებას, სხვები კი თავიდანვე რელევანტურია მომხმარებლებისთვის.
თუ ამ ამბებიდან მხოლოდ ერთი რამ უნდა დაიმახსოვროთ, ეს შემდეგია: წარმატების მისაღწევად შეგიძლიათ დაიწყოთ ძალიან მცირე მასშტაბიდან.
თქვენს ოფისად შესაძლოა გამოგადგეთ გარაჟიც ან სტუდენტური საერთო საცხოვრებელიც კი.
მთავარია კონცენტრირდეთ მიზანს და შეუპოვრად იშრომოთ მის მისაღწევად.