Play Video

რობოტიკა

მოკლე აღწერა

რობოტიკა თამაშით სწავლების მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. მისი მიზანია
განუვითარდეს ბავშვს შემოქმედებითი და ლოგიკური აზროვნება, გაუჩნდეს პრობლემების გადაჭრის უნარი, კომპიუტერთან არაჯანსაღი ურთიერთობის ნაცვლად კი შეისწავლოს მომავლის პროფესიის – პროგრამირების საწყისები.

აჩუქეთ ბავშვს არა რობოტი, არამედ უნარი ააწყოს თავად! რობოტიკის კურსი – ყველაზე სასარგებლო საახალწლო საჩუქარი

თვეში

200

რობოტიკა ასწავლის

კომპიუტერთან სასარგებლო ურთიერთობას

თანამედრვე ტექნოლოგიებს
პროგრამირებას
ლოგიკურ აზროვნებას
კრეატიულ მიდგომას
პრობლემების გადაჭრას

რა არის რობოტიკა?

რობოტიკა კომპიუტერული მეცნიერების სფეროა, რომელიც მოიცავს რობოტების დიზაინს, კონსტრუქციას და პროგრამირებას. საბავშვო რობოტები შედგება სინათლის, ხმის, მანძილის და სხვა სენსორებისაგან, ძრავების, ეკრანის და სხვა კომპონენტებისაგან.

მოზარდები რობოტებს აწყობენ და აპროგრამებენ, რომ ამ ინტელექტუალურ სათამაშოებს რეალურ გარემოში სხვადასხვა დავალებების შესრულება ასწავლონ.

შედეგად, თამაშის პროცესში ბავშვები სწავლობენ ლოგიკურ და კრეატიულ აზროვნებას, კომპიუტერთან ჯანსაღ ურთიერთობას და ეუფლებიან მომავლის პროფესიას – პროგრამირებას.

პროგრამირება პატარა ასაკიდან

პროგრამირება ბავშებში ICT და გონებრივი განვითარების საუკეთესო მეთოდია. ამიტომ, განვითარებულ ქვეყნებში (აშშ, ფინეთი, დიდი ბრიტანეთი და ა.შ.) რობოტიკა დაწყებითი განათლების ეროვნული გეგმის ნაწილი გახდა და ასეთი ქვეყნების სია სწრაფად იზრდება

ციფრულ ეპოქაში, პროგრამირება ზოგადი განათლების აუცილებელი კომპონენტია. თუ განათლების სისტემა ტექნოლოგიურ განვითარებას ვერ უზრუნველყოფს, ეს მშობლის პასუხისმგებლობა ხდება

ვაქციოთ კომპიუტერთან გატარებული დრო სასარგებლოდ

თანამედროვე ბავშვი დიდ დროს ატარებს ეკრანთან, მაგრამ შესაძლებელია კომპიუტერული თამაშებისა და სოციალური ქსელების ნაცვლად ბავშვი დაკავდეს თამაშად ქცეული სწავლის პროცესით

რობოტიკა მშობლის მნიშვნელოვან სურვილებს პასუხობს – ავითარებს ბავშვის აზროვნებას, კრეატივს, მოტორიკას, აცნობს პროგრამირებას და უხსნის მათ ახალ შესაძლებლობებს. შედეგად, ეკრანზე დამოკიდებულებას სწორი კომპიუტერული უნარები ანაცვლებს

როგორია სწავლის პროცესი?

რობოტიკაზე Scratch-ის გამოყენება

ᲨᲔᲡᲐᲕᲐᲚᲘ ᲢᲔᲥᲜᲝᲚᲝᲒᲘᲔᲑᲨᲘ

  • Scratch-ის საშუალებით მარტივი რობოტების დაპროგრამება.
რობოტიკის კურსზე მოზარდი სწავლობს პროგრამირებას

ᲠᲝᲑᲝᲢᲘᲙᲐ

  • რთული კონსტრუქციის და ფუნქციების რობოტექნიკის აწყობა და დაპროგრამება.
python-ის საფუძვლები

PYTHON-ᲘᲡ ᲡᲐᲬᲧᲘᲡᲔᲑᲘ

  • შესავალი პროფესიონალურ პროგრამირებაში.
პროფესიონალური პროგრამირება

ᲞᲠᲝᲤᲔᲡᲘᲝᲜᲐᲚᲣᲠᲘ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲘᲠᲔᲑᲐ

  • მოზარდი მზად არის ნოვატორის ინტელექტუალური სპორტისთვის!
საჩუქარი მშობლებს - 5 შემეცნებითი შეხვედრა ტექნოლოგიების შესახებ

საჩუქარი მშობლებს - 5 შემეცნებითი შეხვედრა ტექნოლოგიების შესახებ

  1. ტექნოლოგიურ ეპოქაში მოზარდის სწორი გონებრივი და კარიერული განვითარება.  
  2. აპლიკაციის საშუალებით მოზარდის კონტროლის თანამედროვე მექანიზმები:

საფრთხისშემცველი ვებ-გვერდებისა და ყოველდღიური ეკრანის დროის შეზღუდვა.

პირადი ინფორმაციის დაცვა.

ბავშვის გადაადგილების მუდვმივი მონიტორინგი.

რა ᲢᲔᲥᲜᲝᲚᲝᲒᲘᲔᲑᲘᲗ ვასწავლით?

ნოვატორის საგანმანათლებლო პროგრამა შედგენილია წამყვანი ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) სილაბუსის მიხედვით.
Lego-ს და Makeblock-ის რობოტები კი მსოფლიოში წამყვანი სკოლებისა და ოლიმპიადების არჩევანია.

Makeblock-ის კონსტრუქტორები

Makeblock-ის კონსტრუქტორებთან ერთად ბავშვები პირველ ნაბიჯებს გადადგამენ. ამ

რობოტების აწყობა და დაპროგრამება თამაშს უფრო ჰგავს, ვიდრე სწავლას.

Makeblock-ის კონსტრუქტორები, რომლებიც გვეხმარება სწავლის პროცესი მეტად სახალისო გავხადოთ.
Lego ლოგო

Lego-ს საგანმანათლებლო ხაზის კონსტრუქტორები რობოტიკის სკოლებსა და ოლიმპიადებში მსოფლიო ლიდერია. ეს რობოტები ბავშვს ნებისმიერი კრეატიული იდეის განხორციელების შესაძლებლობას აძლევს.

Lego-ს საგანმანათლებლო ხაზის კონსტრუქტორები.
scratch არის პროგრამირების ენა დამწყებთათვის.

Scratch-ი MIT (მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი)-ს მიერ შექმნილი საბავშვო პროგრამირების ენაა. მისი დახმარებით კომპიუტერული თამაშებისა და რობოტების

დაპროგრამებაა შესაძლებელი.

Scratch-ის პროგრამული ენა გამოიყენება ბავშვებისთვის პროგრამირების სწავლების პროცესში.
python პროგრამირების ენა

Python-ი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ზოგადი დანიშნულების პროგრამირების ენაა, რომელიც გამოიყენება რობოტების, ვებსაიტების, აპლიკაციების, ხელოვნური ინტელექტისა

და სხვა სამეცნიერო პროექტების შესაქმნელად. კურსში შედის Python-ის საფუძვლები.

პროგრამირება

ხშირად დასმული კითხვები

როგორ დავაინტერესოთ ბავშვი პროგრამირებით?

იმ შემთხვევშიც კი, თუ ბავში არ იჩენს პროგრამირების მიმართ ინტერესს, შეუძლებელია მას არ გაუჩნდეს რობოტებით თამაშის სურვილი.
რობოტების ფუნქციები იმდენად მრავალფეროვანია, რომ შეგვიძლია მას მოვარგოთ ბავშვის ნებისმიერი ჰობი – ცხოველები, მანქანები, სპორტი თუ სამეცნიერო ფანტასტიკა. თამაშის პროცესში კი ბავშვი ნაბიჯ-ნაბიჯ შეისწავლის პროგრამირებას.

რა ასაკიდან ვასწავლოთ ბავშვს რობოტიკა და პროგრამირება?

განვითარებულ ქვეყნებში (აშშ, ფინეთი, დიდი ბრიტანეთი და ა.შ.) რობოტიკა დაწყებითი განათლების ეროვნული გეგმის ნაწილი გახდა , რადგან ესაა ბავშვისთვის პროგრამირების გაცნობის შესანიშნავი გზა ადრეულ ასაკში. კურსი შედგენილია პროგრამირებაში პირველი ნაბიჯების გადასადგმელად და ნელ-ნელა რთულდება, რაც საინტერესო და გასაგებია როგორც 6 წლის ბავშვისთვის, ისე ზრდასრულისთვისაც.

რა დასჭირდება ბავშვს კურსის დასაწყებად?

ნოვატორში რობოტიკისა და პროგრამირების შესასწავლად ბავშვს ყველაფერი ადგილზე დახვდება: სხვადასხვა სახეობისა და სირთულის რობოტების კონსტრუქტორები, პლანშეტები, კომპიუტერები და სხვა ინვენტარი.

რაში გამოადგება ბავშვს ნოვატორში მიღებული ცოდნა?

კურსის განმავლობაში ბავშვი შეისწავლის პროგრამირების საფუძვლებს, რაც გარდა რობოტებთან ურთიერთობისა, ბევრ სხვა შესაძლებლობებს უხსნის მას – კომპიუტერის პროფესიონალურად გამოყენება, მარტივი კომპიუტერული თამაშების შექმნა, პროფესიონალური პროგრამირების შესწავლა და სხვა.

რა ხანგრძლივობისა და სიხშირისაა შეხვედრები?

შეხვედრა კვირაში ორჯერაა და 1,5 საათი გრძელდება. რეგისტრაციის გავლისას შესაძლებელია სასურველი დღეების შეთანხმება.

დარეგისტრირდი კურსზე

მისამართი

ნუცუბიძის #68

ტელეფონი

+995 550 05 06 80

ელ-ფოსტა

info@novatori.ge

რობოტიკის კურსზე რეგისტრაცია

შეავსე ფორმა და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდება 

ჩვენ ვიყენებთ მზა-ჩანაწერების (Cookies) პოლიტიკას, რათა გავაუმჯობესოთ თქვენი ვებსაიტის მოხმარების გამოცდილება, გავაანალიზოთ ვიზიტორების ქცევა და შემოგთავაზოთ მორგებული სერვისები. დეტალური ინფორმაციის სანახავად იხილე მზა-ჩანაწერების (Cookies) პოლიტიკა

ციფრული მარკეტინგის კურსზე რეგისტრაცია

შეავსე ფორმა და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდება 

ციფრული დიზაინის კურსზე რეგისტრაცია

შეავსე ფორმა და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდება 

კომპიუტერული მეცნიერების კურსზე რეგისტრაცია

შეავსე ფორმა და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდება

ᲦᲘᲐ ᲙᲐᲠᲘᲡ ᲓᲦᲔ

ციფრული მარკეტინგის ღია კარის დღეზე დასასწრებლად შეავსე სარეგისტრაციო ფორმა.